» » » ჩაიცვით ისე თითქოსდა საფრანგეთის რივიერაზე ისვენებთ

ჩაიცვით ისე თითქოსდა საფრანგეთის რივიერაზე ისვენებთ

ამ ცხელ სეზონზე, ყველა სტილისტის და მოდის მიმდევარი ქალი გვირჩევს ფრანგი ქალების სტილს, რომელთაც ფრანგულ რივიერაზე დასვენება უყვართ. შლიაპების, ქუდების, შლოპანცების და ჰაეროვანი კაბების ჩასაცმელად კურორტზე წასვლა აუცილებელი არაა. წელს ეს ელეგანტური ნივთები ყოველდღიური და საოფისე სტილისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ხომ ძალიან ქალურია! მხოლოდ ძველი რომანტიული ფრანგული ფილმების გახსენება ღირს!

"რჩევების" რედაქციამ 10 მოდური ლური შეგირჩიათ. იყავით ფრანგულით შთაგონებული, რომ ქალური და შეუდარებელი იყოთ!

2018 წლის ზაფხულის მოდური ტენდენციები

1. ჩალის ქუდი - ყველაზე საზაფხულო თავის აქსესუარია. ძალიან ელეგანტურია, ხოლო კაბებთან კომბინაციაში ძალიან ქალურიც. ნებისმიერ ჩაცმულობას რომანტიკულ ხასიათს შესძენს. ზაფხულის დღეებში ქუდის ტარების არ შეგრცხვეთ: სახის, მხრების და თმის მზის მავნე ზემოქმედებისგან დაიცავით. 



2. ჩალის ჩანთები - ამ ზაფხულის მთავარი ტრენდია! შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერ ჩაცმულობას შეუხამოთ და იპოვით ნებისმიერ მოდელს კლატჩიდან დაწყებული უზარმაზარი ჩანთებით დასრულებული. ქუდებს შეუხამეთ და ფრანგული სტილი გარანტირებული გექნებათ!



3. ამ ზაფხულის კიდევ ერთი შეუდარებელი ტრენდი - ბარდის პრინტი. ეს ყველაზე ქალური პრინტი არის, რომელიც ნებისმიერ ასაკს და ლუქს უხდება. აირჩიეთ საზაფხულო კაბა-ხალათი ბარდის პრინტით და იყავით შეუდარებელი!



4. თუ სამსახურში ან რესტორანში წასვლას აპირებთ, ბამბის ან თეთრეულის შავი კაბა ჩაიცვით, მას კი იმავე ფერის ნაქსოვი აქსესუარები შეუხამეთ. უმჯობესია მუხლებამდე ან კოჭებამდე სიგრძის კაბა შეარჩიოთ. 



5. თუ კაბებში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, გირჩევთ მსუბუქი ფართო შარვლების ჩაცმას პერანგთან ერთად. ლუქი ჩალის ჩანთებით და ქუდებით შეავსეთ. სიმსუბუქის და ზღვის შეგრძნება მთელი დღე გარანტირებული გექნებათ. 



6. ნატურალური ქსოვილისგან შეკერილ თეთრ კაბებს გვერდს ვერ ავუვლით. ეს ყოველი ქალის გარდერობში აუცილებელი ნივთია. 



7. ბერმუდი-შორტს ყურადღება მიაქციეთ. ის ჰაეროვან პერანგებს და თეთრ ჟაკეტებს კარგად ერწყმის. ყავისფერი ფერის შორტების შერჩევას გირჩევთ. 



8. თეთრი ფერის კაბა-ხალათები ძალიან ლამაზად გამოიყურება. ზღვის აქსესუარებთან ერთად ძალიან ქალური და მოდურია. 



9. ფრანგ გოგოს მაქსიმალურად დაემსგავსებით თუ ფერად ჰაეროვან კაბებს აირჩევთ. ის აუცილებლად საშუალო სიგრძის და ასიმეტრიულად აჭრილი უნდა იყოს. 



10. ამ შესანიშნავი ლუქებით შთაგონებული იყავით და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გიხდებათ!



 SPF კრემის გამოყენება არ დაგავიწყდეთ, მაგრამ ამასთან ჩალის ქუდის დახურვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ფრანგული გოგოს სტილი სრულყოფილებამდე რომ მიიყვანოთ ნატურალური ქსოვილის ნაჭრები გამოიყენეთ. მაკიაჟში უპირატესობა ოქროსფერს მიანიჭეთ, მაგრამ წითელი პომადა არ დაივიწყოთ, რომ თქვენ რუჯს ხაზი გაუსვათ. 

გვიამბეთ კომენტარებში ასეთი მოდური ტენდენციები მოგწონთ თუ არა. ასევე ლუქების ნაკრები თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.