» » » იმუნოლოგი: "გაციება და ბრონქიტი რძით უნდა იმკურნალოთ. რამდენიმე ინგრედიენტი და წამალი მზადაა"

იმუნოლოგი: "გაციება და ბრონქიტი რძით უნდა იმკურნალოთ. რამდენიმე ინგრედიენტი და წამალი მზადაა"

თბილი სეზონები უკან მოვიტოვეთ, თუმცა შემოდგომა მაინც გვახალისებს თბილი ამინდებით. თითქმის ყოველდღე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც აცემინებენ, ახველებთ, მალე ლი აღვნიშნავთ, რომ გაციების სიმტპომები ჩვენ თვითონაც გაგვიჩნდა: ყელში ხრინწი დაგროვდა, სურდო. თავის ტკივილები და ხველა გვაწუხებს.
ექიმები აცხადებენ, რომ გრიპების სეზონი ჩვენში სექტემბერ-ოქტომბერში იწყება და სრულდება მარტ-აპრილში. ამასთან, ამ ინტერვალში ადამიანი ერთხელ კი არა, სამჯერაც ავადდება. ცხოვრების მანძილზე გროვდება დაავადების წარმოუდგენელი რიცხვი, ამიტომ ადამიანი აგროვებს გამოცდილებას გრიპთან ბრძოლაში.

დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა იმკურნალოთ გრიპი ხალხური საშუალებით, საშინაო პირობებში. ნატურალური პრეპარატები ხომ მაქსიმალურად რბილად მოქმედებს, მინიმუმამდე დაჰყავს შესაძლო ზიანი და უსიამოვნო შედეგები. ეს მაშინ, როცა აფთიაქის აბები და სიროფები "ქიმიაა".



გაციების მკურნალობა საშინაო პირობებში
ბუნებამ ჩვენში უმძლავრესი მექანიზმი ჩადო, რომელიც ნებისმიერი სახის დაავადებისგან გვიცავს - ეს იმუნური სისტემაა. გრიპის შემთხვევაშიც, აუცილებლად რაც უნდა გააკეთოთ, ესაა არ შეუშალოთ იმუნიტეტს დაავადებასთან გამკლავებაში, არ მიიღოთ მოქმედებები, რომლებიც ხელს უშლის მის ფუნქციონირებას.

მომატებული ტემპერატურის დროს მაშინვე ცდილობთ მის დაწევას, ეს კი უხეში შეცდომაა. ორგანიზმი სპეციალურად ზრდის ტემპერატურას, რათა გაანადგუროს ბაქტერიები და ვირუსები, ამიტომ უნდა შეეგუოთ დისკომფორტს და აცადოთ იმუნურ სისტემას მუშაობა. ტემპერატურა უნდა დაიწიოს, თუ იგი 38 გხრადუსს აღწევს და აგრძელებს მატებას.


ბევრს არ ესმის ის, რომ ხველა ორგანიზმის დამცავი რეაქციაა, რომლის დახმარებითაც იგი ცდილობს, გაწმინდოს სასუნთქი გზები სისველისგან. ხველის დროს ორგანიზმი ნერწყვთან ერთად გამოდევნის მიკრობებს. ამიტომ ხველა უნდა განკურნოთ, თუ იგი რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება.
გრიპის დროს კი ნამდვილად რეკომენდებულია მეთი სითხის მიღება. ეს დაგეხმარებათ სითხის ამოდევნაში, გააფართოვებს სისხლძარღვებს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


ორგანიზმში სითხესთან ერთად უნდა მოხვდეს ნატურალური სამკურნალო საშუალებებით. რეკომენდებულია გრიპის დროს ცხელი ჯანჯაფილის ჩაის დალევა ლიმონით. ასეთ სასმელში ზედმეტი არ იქნება კოვზი თაფლიც.
ცხელი ჩაი შეიცავს ტანინებს - ნივთიერებებს, რომლებიც იკავშირებს და გამოაქვს სისველე. ლიმონი კი, რომელშიც დიდი რაოდენობით C ვიტამინია, ანტისეპტიკის ეფექტით გვევლინება.


თუ სახლში ჟოლო გაქვთ (უმჯობესია ახალი, თუმცა მოგიხდებათ მურაბაც), ექიმების რეკომენდაციით, მიირთვით იგი გაციების დროს. ჟოლო შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ხსნის ანთებას და ხელს უშლის ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმების მოხვედრას.


დაბოლოს, ჩვენ გაგანდობთ ხალხური საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად კურნავს გრიპს საშინაო პირობებში და გეხმარებათ ბრონქიტის განკურნებაშიც.

ინგრედიენტები
  • 250 მლ ახალი რძე
  • 1 ჩ.კ. კარაქი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ქათმის კვერცხის გული
  • 0.25 ჩ.კ. საკვები სოდა
მომზადება
  1. აადუღეთ რძე, შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და კარაქი. კარგად მოურიეთ.


  2. მასას დაუმატეთ სოდა, კვერცხის გული და ისევ მოურიეთ.
  3. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატეთ 1 ჩ.კ. კონიაკიც.
გამოჯანმრთელებას გისურვებთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.