როგორ მოვიქცეთ, თუ ყელი გვტკივა?
ტკივილი ყელში - ანთებითი პროცესის პირველი სიმპტომია. ეს შეიძლება იყოს რესპირატორული ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციაც. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - ექიმის გამოძახებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყელთან ერთად ყურიც გტკივათ. სპეციალისტი უპრობლემოდ გაარჩევს ჩვეულებრივ გრიპს საშიში დაავადებებისგან.
როცა სერიოზული დაავადება გამოირიცხება, დაიწყეთ ადგილობრივი მკურნალობა სავლებებით. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით სახიფათოა. შესაძლოა, ამან უფრო საშიში და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. აფთიაქის საშუალება კონფეტები არ არის. ყველა პრეპარატს აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები თუ უკუჩვენებები. ხანდახან, ტაბლეტები საჭირო სულაც არაა, თავს დაიძვრენთ უსაფრთხო ნატურალური საშუალებებითაც.
ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ ყელის ტკივილის სამკურნალო ხალხურ საშუალებას - წითელი ჭარხლის წვენს. როცა მე ყელი მტკივა და სურდო მაწუხებს, ყოველთვის ვამზადებ ამ კოქტეილს სავლებად. 100% შემთხვევებში მეხმარება. ჭარხლის წვენი არეგულირებს სისხლის მიწოდებას ყელის ლორწოვანი გარსისკენ, არბილებს ნალექსა და ნადებს. შედეგად, მცირდება შეშუპება და ანთება, გადადის ტკივილის სინდრომიც.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რითი უნდა გამოივლოთ ყელი ტკივილის დასაამებლად და ანთების ჩასაცხრობად. მთავარი კომპონენტი ნებისმიერ რეცეპტში - ახლადდაწურული ჭარხლის წვენია.
ჭარხლის წვენის გამოყენება
- უნივერსალური რეცეპტი ყელის ნებისმიერი სახის ტკივილის დროს: 200 მლ ჭარხლის წვენი გაათბეთ 35–40 °C-მდე, შეურიეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. გამოივლეთ ყელი ყოველ საათნახევარში, დღეში არანაკლებ 5-6ჯერ.
- მწვავე ანგინის დროს 100 მლ ჭარხლის, 1 ს.კ. ხახვის და 1 ჩ.კ. ნივრის წვენი შეურიეთ. დაუმატეთ მასას 100 მლ გამთბარი ანადუღარი წყალი. გამოივლეთ ყელი ყოველ 3 საათში ერთხელ.
- ვირუსული ფარინგიტის დროს 100 მლ თბილი ჭარხლის წვენი და 2 ს.კ. ლიმონის წვენი შეურიეთ. გამოივლეთ ყელი დღეში 5-6ჯერ.
- ქრონიკული ტონზილიტის დროს შეურიეთ 200 მლ თბილი ჭარხლის წვენი და 1 ჩ.კ. პროპოლისის ნაყენი. გამოივლეთ ყელი დღეში სამჯერ მაინც.
- მწვავე სურდოს დროს შეურიეთ 1:1 პროპორციით აჭარხლის წვენი თბილ, ანადუღარ წყალს. მიღებული ხსნარი ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთით ცხვირში, დღეში 4ჯერ.
- ჭარხლის, ვაშლისა და სტაფილოს წვენი ეფექტური საშუალებაა გემოგლობინის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. არ არსებობს მკაცრი რეცეპტი, აირჩიეთ ინგრედიენტების რაოდენობა გემოვნების მიხედვით. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლი ან ლიმონის წვენიც.