» » » 10 ეფექტური საშუალება ხველის წინააღმდეგ: ნუ მისცემთ შემოდგომის ვირუსს თქვენი გეგმების ჩაშლის უფლებას

10 ეფექტური საშუალება ხველის წინააღმდეგ: ნუ მისცემთ შემოდგომის ვირუსს თქვენი გეგმების ჩაშლის უფლებას

შემოდგომა თავის პიკშია და ვირუსული გაციებები, თითქოსდა, ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული მსხვერპლის მოსაპოვებლად. და როცა ხველა გეწყებათ, შენელება არ შეიძლება, არამედ მკურნალობას უნდა შეუდგეთ. მაშინ დაავადების გამარჯვების შანსი ყველაზე მაღალია.

დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა უმკურნალოთ ხველას სწრაფად, საშინაო პირობებში. ამასთან, შემოვიფარგლებით მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით, უარს ვიტყვით საეჭვო აბებსა და სიროფებზე.



როგორ მოვიშოროთ ხველა საშინაო პირობებში
თვითონ ხველა დაავადება არ არის. ეს მხოლოდ ორგანიზმის რეაქციაა ფილტვებში ან ბრონქებში უცხო სხეულების მოხვედრაზე. ამიტომ ხველა - უამრავი შესაძლო დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ ხველაზე, რომელიც გამოწვეულია გაციებით, გრიპით ან ბრონქიტით.

  1. შავი ჭარხალი ბრონქიტისთვის
    შავი ჭარხლის წვენი ნამდვილი მკურნალია. უბრალოდ ამოჭერით ჭარხალს გული და ჩაასხით ამ ორმოში თაფლი. რამდენიმე საათში ჭარხალი გაუშვებს წვენს. მიიღეთ იგი დღეში მინიმუმ სამჯერ, 2 ს.კ. ოდენობით. 14 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია თითო კოვზი.


  2. მსხალი მშრალი ხველისთვის
    ერთ ჭიქა დაჭრილ, გამომშრალ მსხალს დაასხით ნახევარი ლ წყალი. მიღებული მასა დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 20 წუთით. შემდეგ გაახვიეთ ჭურჭელი საბანში 3-4 საატით. გაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 100 მლ დღეში 3-4ჯერ.

  3. ინჰალაცია მშრალი ხველისთვის
    ჭურჭელში ჩაყარეთ კალენდულას(გულყვითელას) 1 ს.კ. ყვავილები, ევკალიპტის ფოთლები და ძირტკბილას ფესვები. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 10 წუთით. გამოიყენოს მხოლოდ ზრდასრულმა! მაღალი ტემპერატურის დროს ინჰალაცია უკუჩვენებულია.


  4. ბანანი გაციებისთვის
    3 დაჭრილ მწიფე ბანანს დაასხით 300 მლ მდუღარე. დადგით მასა ცეცხლზე და აადუღეთ 10 წუთით. გაწურეთ, მიღებულ და ოდნავ გაგრილებულ სითხეს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი და მიირთვით თბილ მდგომარეობაში.

  5. ფინიკი მშრალი ხველისთვის
    10 ფინიკს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ 30 წუთით. ხარშვის დასრულების შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ცხლად.


  6. ქიშმიში ძლიერი ხველისთვის
    25 გ ქიშმიშს დაასხით გაგრილებული ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წუთით, შემდეგ გაწურეთ. დაძინებამდე 30 წუთით ადრე მიირთვით ქიშმიში და დააყოლეთ ცხელი რძე.

  7. ვიტამინების შეტევა საბავშვო ხველისთვის
    დახეხეთ თანაბარი პროპორციებით ხახვი, ვაშლი და სტაფილო. დაუმატეთ 2-3 ს.კ. თაფლი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა მიეცით ბავშვს დღეში ხუთჯერ, 1 ჩ.კ. ოდენობით.


  8. ხველის შესამსუბუქებლად და სისველის ამოსაყვანად
    შეურიეთ 2 ს.კ. სპირტი და თაფლი, შემდეგ დაუმატეთ 1 ქათმის კვერცხის გული. მიიღეთ 1 ჩ.კ. მასა ყოველ ჯერზე ჭამის წინ.

  9. კომპრესი ხანგრძლივი ხველის დროს
    ერთ ჭურჭელში შეურიეთ თითო ს.კ. ფქვილი, თაფლი, არაყი, მშრალი მდოგვი და მზესუმზირის ზეთი. მიღებული მასა გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ სისტემატურად. ცომი დაადეთ მარლაზე, მიიდეთ გულზე, დაახურეთ პოლიეთილენის პარკი და შეახვიეთ შარფით. გაიჩერეთ კომპრესი გაგრილებამდე.

  10. კომპრესი გაციებისთვის
    შეურიეთ თითო ს.კ. ძმარი, კაფურისა და ზეითუნის ზეთები. ამ მასით გაჟღინთეთ შალის ქსოვილის ნაჭერი და მჭიდროდ მიიდეთ გულზე.
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ხველას ნატურალური საშუალებებით. გახსოვდეთ, რომ ხველა - ორგანიზმის რეაქციაა შინაგან პრობლემებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხველის თვისებების მიხედვით უნდა დადგინდეს მთავარი მიზეზი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.