» » » მოამზადეთ ღვზელი, რომლის გემოც არასდროს დაგავიწყდებათ! მათთვის, ვისაც ყოველდღიური კერძები მობეზრდა

მოამზადეთ ღვზელი, რომლის გემოც არასდროს დაგავიწყდებათ! მათთვის, ვისაც ყოველდღიური კერძები მობეზრდა

როცა ქმართან ერთად საბერძნეთში ვიყავი, ჩვენ საუზმის ადგილობრივი ტრადიცია გვიკვირდა. მოსახლეობის 99%-ის დღე იწყებოდა ყავით, დილაობით კი არავინ არაფერს ამზადებდა. სამსახურის, ბაზრის თუ სკოლის გზაზე ყიდულობენ გემრიელ ფენოვან ღვეზელებს, რომლებიც ნებისმიერ კუთხეში იყიდება. ისპანახით, ლორით, პომიდვრით, ხაჭოთი თუ ბაზილიკით...


მას შემდეგ ჩემ საყვარელ ბერძნულ საუზმედ იქცა ტიროპიტის ყველის ღვეზელი. მისი მომზადება შეგიძლიათ როგორც ულუფებად, სპეციალური თხელი ცომით - ფილოთი, ან ჩვეულებრივი ფენოვანი ცომით. საღამოს გამომცხვარი ღვეზელი დილის იდეალური დასაწყისია(თუ დარჩება).


დღეს გასწავლით, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ მსუყე ფენოვანი ღვეზელი ყველით ღუმელში. რეცეპტი ძალიან მარტივია. ყველაზე რთულია დროულად გაჩერება და მხოლოდ ერთი ულუფის მიღება, ვინაიდან ეს კერძი კალორიულია.

ყველის ღვეზელი ღუმელში
რეცეპტის ორიგინალში ღვეზელი ცხვება ფეტათი, თუმცა, თეორიულად ნებისმიერი რბილი ყველი ან ხაჭო გამოგადგებათ. შიგთავსის შევსება შეგიძლიათ პომიდვრით, ბულგარული წიწაკით ან ნებისმიერი მწვანილით.



ინგრედიენტები
  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 250 გ ყველი ფეტა
  • 50 მლ რძე
  • 100 გ ოხრახუში
  • 5 კვერცხი
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. სეზამის მარცვლები
  • შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი ფორმის გასაზეთავად
  • 1 ს.კ. ფქვილი ფორმის მოსაყრელად
მომზადება
  1. წინასწარ გაალღვეთ ცომი. ამავდროულად ჩართეთ 180 გრადუსზე ღუმელი და წვრილად დაჭერით ოხრახუში.
  2. სანამ ცომი ლღვება, მოამზადეთ შიგთავსი. შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს ფეტა და წვრილად დახეხილი ყველი. თუ რბილ ხაჭოს იყენებთ, ნუ გამოიყენებთ მეტისმეტად თხელს. დაუმატეთ მწვანილი, წიწაკა და მარილი და კარგად მოურიეთ.


  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და გააჩერეთ ცივ ადგილას. თუ ცომს ცივ ფორმაზე დადებთ, ღვეზელი არ გადასცდება ზედაპირს და ზემოთ კარგად წამოიწევა.
  4. დაყავით ცომი 2 ნაწილად და ორივე გააბრტყელეთ.


  5. ცომის თხელი ფენა დადეთ საცხობ ფორმაზე და წაუსვით რძე, ცოტა ხნის შემდეგ მოათავსეთ შიგთავსი ცომზე და მაშინვე დაახურეთ მეორე ფენაც. შეაწებეთ ცომის კუთხეები.


  6. ღვეზელის ზედა ნაწილს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ სეზამი და შედგით ღუმელში 40-25 წუთით.


  7. ამოიღეთ ღვეზელი და აცადეთ გაგრილება საცხობ ფორმაზევე.


    ღვეზელი მზადაა! მიირთვით იგი ჩაისთან ან ყავასთან ერთად.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.