» » » დარიჩინი მრავალი ბაქტერიის, ვირუსისა და პარაზიტის საწინააღმდეგო საშუალებაა.

დარიჩინი მრავალი ბაქტერიის, ვირუსისა და პარაზიტის საწინააღმდეგო საშუალებაა.

ამ სუნელს გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მის სურნელოვან ჩხირებს რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად და ფეხის გამახურებელი მასაჟის დროს იყენებენ. კოსმეტიკურ ნაწარმს ანტისეპტიკურ თვისებებს სძენს. აქვს მასტიმულირებელი არომატი, მაგრამ გამოიყენეთ ზომიერად. არ შეიძლება პირდაპირ და გაუზავებლად გამოყენება. მოერიდეთ ორსულობისას.

სასარგებლო თვისებები:

ანტისეპტიკი. დარიჩინის ზეთი მრავალი ბაქტერიის, ვირუსისა და პარაზიტის (ტილების და მუნის) საწინააღმდეგო საშუალებაა.

ტკივილგამაყუჩებელი. ზეთს გამახურებელი ეფექტი აქვს და ამიტომ კიდურებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და მოყინვის სამკურნალოდ გამოიყენება. ეფექტურია რევმატიზმის მკურნალობისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივ და ნესტიან ამინდში ტკივილი ძლიერდება.

ებრძვის სტრესს. დარიჩინის ზეთი ებრძვის გადაღლას და აქრობს დეპრესიისა და სისუსტის ნიშნებს.

მიირთვი და გალამაზდი
დარიჩინი. შვრიის ფაფას, შემწვარ ბოსტნეულს ან გახუხულ ტოსტს დარიჩინის ჩხირი ცხელი შოკოლადის ან რძიანი ყავის მოსარევად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მერქანი

ანტიოქსიდანტების შემცველი ანტისეპტიკია და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, კანს კი სიჯანსაღეს ანიჭებს.

დაფქული დარიჩინი

აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს. სძენს ენერგიას და აუმჯობესებს კანს.

ეთერზეთი

მიიღება ქერქისა და ფოთლების ორთქლზე გამოხდის შედეგად. სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.