» » » აი, როგორ უნდა იმოქმედოთ, რათა პირველივე ცდით გაახაროთ ყვავილები თქვენს მდელოზე.

აი, როგორ უნდა იმოქმედოთ, რათა პირველივე ცდით გაახაროთ ყვავილები თქვენს მდელოზე.

სიტყვებმა "ყვავილებიანი მდელო" არ უნდა დაგაბნიოთ. ამისთვის საკმარისია რამდენიმე კვადრატული მეტრი: გაზონის პირას, ხეივნის გაყოლებაზე, კედლის ძირში, ჩიტების გუბურის გარშემო... ყოველთვის მოიძებნება სადმე ადგილი ადვილად მოსავლელი ერთწლოვანი მცენარეებისთვის. მაღაზიებში იყიდება ათასობით მზა ნარევი, ადაპტირებული სხვადასხვა პირობებისთვის, განკუთვნილი სპეციფიკური ფაუნისთვის (ფუტკრები, სხვა სასარგებლო მწერები და ფრინველები) ანდა დახარისხებული ზუსტი კრიტერიუმების მიხედვით (ველური ყვავილები, ველის ყვავილები, თეთრი, ვარდისფერი, წითელი ყვავილები ). აი, როგორ უნდა იმოქმედოთ, რათა პირველივე ცდით გაახაროთ ყვავილები თქვენს მდელოზე.

  1. ნიადაგი გაწმინდეთ სარეველებისგან.
    ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია ყვავილებიან მდელოზე. წვიმის შემდეგ გამოიყენეთ ხელის ფარცხი. იარაღი აფხვიერებს მიწას, მარტო სარეველების ხელით მოცილებაღა იქნება საჭირო. საქმიანობა მოსაბეზრებელია (სარეველების ხელით მოცილებისას არც ერთი მეთოდი არ არის სწრაფი), სამაგიეროდ შედეგიანი.

  2. ამის შემდეგ ნიადაგი მოამზადეთ ისე, თითქოს დათესვას აპირებდეთ: დაფოცხეთ, მოასწორეთ, მსუბუქად დატკეპნეთ. მორწყეთ მიწა: ნებისმიერი სარეველა აღმოცენდება თხუთმეტ დღეში და მათ თოხის საშუალებით მოიშორებთ თავიდან.

  3. შეუდექით ნამდვილ თესვას

    გაბნევით ხელის რიტმული მოძრაობით. აღნიშნულ მცენარეებს არ ესაჭიროება სასუქი. რაც უფრო მწირია მიწა, მეტად ლამაზად აყვავდებიან.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.