» » » მცენარე, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი აძლიერებს გულის კუმშვას, ადაბლებს ვენურ წნევას, დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

მცენარე, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი აძლიერებს გულის კუმშვას, ადაბლებს ვენურ წნევას, დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

მკურნალობისთვის გამოიყენება ბალახი, გამხმარი ყვავილები და ფოთლები. ბალახი და ყვავილები გამოიყენება ყვავილობის დაწყებისას, რადგან შემდგომ მისი აქტივობა მკვეთრად იკლებს.
შროშანის ყვავილების მომზადება შეიძლება ყოველწლიურად ცოტ-ცოტა, ვინაიდან ეს მცენარე წითელ წიგნშია შეტანილი. იმისათვის, რომ მოწყვეტილი ყვავილი კიდევ გაიზარდოს, იმავე ადგილას კიდევ უნდა მოკრიფოთ არაუადრეს ორი წლისა.
შროშანის ბალახი, ფოთლები და ყვავილი გულის გლიკოზიდებს შეიცავს. ფოთლებში არის კიდევ საპონინები, ფლავონოიდები ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, გლერძის).

შროშანის პრეპარატები სწრაფი და ხანმოკლე მოქმედებით გამოირჩევა - აძლიერებს გულის კუმშვას, ადაბლებს ვენურ წნევას, დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მაისის შროშანის ბალახს, ფოთლებს, ყვავილებს, მის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ I და II სტადიის მწვავე და ქრონიკული გულის უკმარისობის, კარდიოსკლეროზის, მიოკარდიოდისტროფიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, მანკებისა და ნევროზების დროს.
შროშანი მთლიანად შხამიანია. მსუბუქი მოწამვლის დროს ადამიანს პულსი უხდება იშვიათი და წყვეტილი, გრძელი პაუზებით. ძლიერი მოწამვლის წარმოიშობა ტკივილი გულის კოვზთან, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, იშლება მოძრაობის კოორდინაცია; შენელებული პულსი იცვლება ძალზე ხშირით; წნევა მაღლა იწევს, შემდეგ მკვეთრად ვარდება. ამიტომ დოზირებას ნურასოდეს გადაამეტებთ.
შროშანის გლიკოზიდებიდან სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ნივთიერება კონვალატოქსი რომელიც მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა.
ეს ნივთიერება შედის შროშანის ნაყენშიც, რომელიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ.

  • შროშანის ცოცხალი ყვავილები ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში (შეავსეთ მისი მოცულობა) და დაასხით პირამდე ღვინის სპირტი.
    დააყენეთ 2 კვირა და გადაწურეთ.
    მიიღეთ 10-15 წვეთი წყალთან ერთად დღეში 2-3-ჯერ.

  • შროშანი პოპულარული საშუალებაა სტენოკარდიისა და გულის სხვა დაავადების მკურნალობის დროს.
    სტენოკარდიის შეტევის დროსაც შეგიძლიათ შროშანის ყვავილებისაგან მომზადებული ამგვარი საშუალების გამოყენება: წინასწარ დააყარეთ ყვავილებს შაქარი და შეტევის დროს თითო დაშაქრული მარცვალი მიიღეთ.

  • ამგვარადვე აშაქრებენ პიტნის ყვავილებს, რაც ასევე ამშვიდებს, სისხლძარღვებს აფართოებს და ხსნის ტკივილებს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.