100 გრამის დასამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ კაკაოს ცხიმი
- 2 ჩ/კ გულყვითელას მაცერირებელი ზეთი
- 1 ჩ/კ მინერალური წყალი
- 1 ს/კ გვირილის გამხმარი ყვავილები
- 1 ს/კ გულყვითელას გამხმარი ყვავილები
- 1 ს/კ ემულგატორი ცვილი
- 1 ჩ/კ გლიცერინი
მომზადების წესი:
ორთქლის ქვაბზე კარაქისგან, ზეთებისა და ცვილისგან მოამზადეთ ემულსია. ცვილის გადნობისთანავე გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
ნაყენის მოსამზადებლად აადუღეთ მინერალური წყალი. ჩაიდანში ჩაყარეთ ყვავილები და ზემოდან დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
ცალკე ტაფაში 80 გრადუსამდე გააცხელეთ 3 სუფრის კოვზი ნაყენი. დაუმატეთ ემულგატორი ცვილი და გლიცერინი. ურიეთ, სანამ ცვილი ბოლომდე არ გაიხსნება.
ცხელ ემულსიას დაუმატეთ ცხელი ნაყენის ნარევი. გამოიყენეთ ხელის სათქვეფი ან გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. გაგრილების შემდეგ დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადაა 6 კვირა.
გამოყენების წესი:
წაისვით სახის კანსა და ყელზე ხელის ნაზი და ზემოთ მიმართული მოძარაობით. მოერიდეთ თვალებს.