» » » თხილის ნახარში, რომელიც სიმსივნური პროცესების, შარდკენჭოვანი და მრავალი სხვა დაავადების მკურნალია

თხილის ნახარში, რომელიც სიმსივნური პროცესების, შარდკენჭოვანი და მრავალი სხვა დაავადების მკურნალია

მთიულეთში და რაჭაში ფთხირს ეძახიან, სამეგრელოში - თხირს, სვანეთში - შდიხს. საკმაოდ მაღალი, 7 მ-მდე ბუჩქია, გლუვი თხელი ქერქით. თხილის მამრობით ყვავილები, ტოტებზე ჩურჩხელებივითაა ჩამოკიდებული, ყველასთვის ცნობილია მისი ნაყოფი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, მარტში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. თესლით გამრავლებული თხილის ხე ნაყოფს იძლევა 5-10 წლის ასაკში, ვეგეტატიურად გამრავლებული კი ადრე იწყებს მსხმოიარობას. ცოცხლობს 60-80 წელი.

სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, ქერქი, ფოთოლი, ფესვი. სამკურნალოდ ძირითადად იყენებენ ქერქსა და ფოთოლს.
ქერქი უნდა შეგროვდეს აპრილში დაღმავალი მთვარის ფაზაში, ფოთოლი კი იკრიფება ივნისში აღმავალი მთვარის ფაზაში.
თხილის ნაყოფში B, B2, C, E, PP ვიტამინებია.
ქერქი შეიცავს ეთერზეთებს, ბუტილინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფოთოლი შეიცავს A და C ვიტამინებს, ფლავონოიდებს,ეთერზეთებს, ალდეჰიდებს და სხვა.

ტრადიციული მედიცინა სამკურნალოდ იყენებს ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ანემიის, ავიტამინოზის, რაქიტის, პროსტატის, ადენომის, რევმატიზმის, სიმსივნური პროცესების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს.

ფოთლისა და ქერქისგან ამზადებენ ნახარშს:

1 სუფრის კოვზ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს, დააყოვნეთ 30 წუთი.
მიღება: 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
უკუჩვენება: არ არის ცნობილი.
ნედლი ნაყოფის გულის ჭარბი რაოდენობით ჭამა იწვევს კუჭის აშლილობას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.