» » » ცხენის წაბლის ნაყენი ათეროსკლეროზული ცვლილებების, ართრიტების და მიოზიტის სამკურნალოდ

ცხენის წაბლის ნაყენი ათეროსკლეროზული ცვლილებების, ართრიტების და მიოზიტის სამკურნალოდ

ცხენის წაბლი - Aesculus - ინგილოები დევაის წაბლს ეძახიან. დიდი ვარჯის და მაღალი ხეა, სიმაღლე 30 მ-მდე აღწევს, ფრთართულ ფოთლოვანი მცენარეა, თითოეული ფოთოლაკი დაკბილულია, მისი ყვავილები თეთრი ან მოვარდისფროა და აღმამდგომ მტევნისამებრ პირამიდულ ყვავილედშია შეკრებილი; ნაყოფი მწვანე მომრგვალო კოლოფია, რომელიც მოფენილია მეჩხერი მსხვილი ეკლებით. შიგ ერთი მსხვილი თესლია მოთავსებული.
ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.
მისი სამშობლო საბერძნეთია, საქართველოში არ გვხვდება, მაგრამ საკმაოდ ბევრია რეკულტივირებული საქართველოს პარკებში.



სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი, ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი. ქერქი, ფოთოლი და ყვავილი უნდა შეგროვდეს აღმავალი მთვარის ფაზაში, ნაყოფი - სავსე მთვარის ფაზაში.
ქერქი შეიცავს საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ცხიმოვან ზეთებს, ფოთოლი - ფლავონოიდებს, ასპარალგინს, ყვავილი - რუტინს და სხვა.

ტრადიციული მედიცინა იყენებს ათეროსკლეროზული ცვლილებების, ზემო სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადების, მსხვილი სახსრების ართრიტების, მიოზიტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ცხელებისა და მალარიის შემთხვევებში.

სამკურნალოდ იყენებენ ნახარშს: 5 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალს აჩერებენ 30 წუთს. შემდეგ გადაწურეთ.

მიღება: პირველ 2 დღეს 1 სუფრის კოვზი 1-ჯერ დღეში თუ ორგანიზმმა კარგად აითვისა, შემდეგ დღეებში 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში.

უკუჩვენება: ნედლი ცხენის წაბლის ჭამა არ შეიძლება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.