კეთილთვისებიანი მამადისპლაზია.
ეს არის მკერდის დვრილების ანომალია. მისთვის დამახასიათებელია მეტად მგრძნობიარე და მტკივნეული მკერდი, კვანძების შეგრძნება; მენსტრუაციის წინ დაჭიმულობა და შესივება იზრდება. ეს დაავადება აქვთ ქალებს 20-დან და 40-წლამდე, ზოგს მეტად მტკივნეული.
მამადისპლაზია ესტროგენების დონეზეა დამოკიდებული, კერძოდ, ესტროგენი და პროლაქტინი მკერდის ქსოვილის სტიმულაციას იწვევენ. კლიმაქსის შემდეგ ეს დაავადება აღარ აღინიშნება. დადგენილია, რომ ქალებს, რომელთაც მამადისპლაზია აქვთ, სისხლში ნაკლებ სელენს შეიცავენ. იგივე ითქმის იმ ქალებზე, რომელთაც მკერდის კიბო აქვთ. მკერდის ამ ჩივილებს აძლიერებს იოდის დაბალი დონე - ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის გამო. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი აუმჯობესებს ღვიძლის ესტროგენურ ცვლას.
თვითმკურნალობა
- ერიდეთ ყავას, ჩაის, კოლას, შოკოლადს;
- ერიდეთ ცხიმიან საჭმელებს, ჭამეთ ხილი, ბოსტნეული;
- ერიდეთ რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებას;
- შეწყვიტეთ თამბაქოს წევა;
- ერიდეთ ხორცს, ჭამეთ თევზი, ნიგოზი, მარცვლეული, ლობიო;
- კუჭის მოქმედება საჭიროა დღეში ერთხელ. თუ საჭიროა იმკურნალეთ;
- ყოველდღე ჭამეთ მაწონი;
- იხმარეთ სუფთა არარაფინირებული ზეთები;
- დალიეთ B6 ვიტამინი, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
- E ვიტამინი ამცირებს მკერდის შესივებასაც. დალიეთ იგი 300-დან 1200 ერთეულამდე, ძილის წინ.
მცენარეები მამადისპლაზიის სამკურნალოდ
ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყოველდღე მიიღეთ ზღვის კომბოსტო. ესტროგენების მოსაწესრიგებლად მიიღეთ ხეპილპილა, გააუმჯობესეთ ღვიძლის ფუნქცია, გამოდევნეთ შხამები ოროვანდით, ბაბუაწვერას ფესვით, ღოლოს ფესვით ან გულყვითელათი. გულყვითელა და ჭიაფერა ლიმფურ დენას იწვევს და შეშუპება ცხრება.
მკერდის აბსცესი - დახეთქილი ძუძუს თავების დროს ვითარდება ინფექცია, მას ახასიათებს შესიება, ტკივილი, შეწითლება, ფლუქცტუაცია, გამაგრება, მაღალი სიცხე, ცხელი მკერდი, შეუძლოდ ყოფნა, შესიებული მტკივნეული ჯირკვალი.
(მიმართეთ ექიმს, სისხლი რომ არ მოგეწამლოთ).
მკერდის აბსცესის მცენარეებით მკურნალობა:
2 საათში ერთხელ დალიეთ რუდბექია და ნიორი იმუნიტეტისათვის. ჭიაფერა, ენდრონიკა, გულყვითელა, ოროვანდი, ბაბუაწვერა ამცირებს ტკივილებს.
უნდა დალიოთ შხამის გამომტანი მცენარეები. დალიეთ მრავალძარღვას, სელის თესლის ნაყენები. წაისვით ეთერზეთები ძალიან რბილად. თუ სიცხე გაქვთ, დაწექით და სვით გვირილას ან ცაცხვის ყვავილის ჩაი.