» » » გულყვითელა არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს.

გულყვითელა არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს.

გულყვითელა ( Calendula officinalis) ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, დამახასიათებელი სურნელით, სიმაღლით 20-50 სმ.

გამოყენება: ყვავილი.
შემცველობა: კაროტინოიდები, ფისი, ეთერზეთები, ფლავონოიდები, მწარე ნივთიერებები, საპონინები.
მოქმედება: ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი, ოფლმდენი, მოწამვლის საწინააღმდეგო, მწვავე ტკივილების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, შარდმდენი.

გულყვითელას აქვს ანტისეპტიკური და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები; ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით მუცლისა და ნაწლავთა ინფექციების, ინფექციური ჰეპატიტის დროს. გულყვითელას ცხელი ნაყენი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. ძლიერი ოფლმდენია და ხელს უწყობს სხეულიდან შხამების გამოდევნას, სპობს გამონაყარს, მაგალითად ჩუტყვავილის დროს. იგი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს.

გულყვითელა გამოიყენება კლიმაქსის დროს ჭარბი სისხლდენებისას, ასევე სიმსივნეების სამკურნალოდ. მშობიარობის დროს იწვევს ჭინთვას და ხელს უწყობს პლაცენტის გამოდევნას. გულყვითელა კარგ შედეგს იძლევა გასტრიტების და კუჭის წყლულის მკურნალობისას, ასევე კუჭის ლორწოვანი გარსისა და ნაწლავების ანთებების დროს. იგი ამცირებს ფაღარათს და სისხლდენას. გულყვითელას იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად.

გვახსოვდეს! ორსულობის დროს დასალევად მისი გამოყენება არ შეიძლება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.