კალენდულას სამკურნალო ნაყენის მომზადება:
- 20 გრამ კალენდულას ყვავილს დავასხათ 100 მლ 70 გრადუსიანი სპირტი, დავაყენოთ 2 კვირა. გავფილტროთ. შევინახოთ მუქ შუშის ქილაში.
მიღება: 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში. - ნაყენის მიღებისას აღინიშნება თავის ტკივილების გაქრობა, ძილის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის ამაღლება. ნაყენი გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების (მკურნალობის კურსი 3 კვირა და მეტი), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების, წყლულის, რაქიტის, კიბოს, უძილობის, არითმიის, უჰაერობის დროს.
- კალენდულას ნაყენი სწრაფად აქრობს ანთებით პროცესებს და ჩირქოვან ანთებებს ჭრილობებისა და წყლულებისაგან, შესამჩნევად აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას და ჭრილობების შეხორცებას (სარკომის დროსაც).
- გარეგან საშუალებად გამოიყენება საფენებად და შესაზელად ჭრილობების, წყლულების, დამწვრობის, ფერიმჭამელების, ნაკაწრებისა და ნაპრალების დროს. შესანიშნავ შედეგებს იძლევა წყალში გახსნილი ნაყენის გამოყენება პირის ღრუს და ყელის დაავადებების დროს. თვალის დაავადებების (ჯიბლიბოს, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი) დროს გამორეცხვების სახით გამოიყენება ნაყენისა და წყლის ნარევი, შეფარდებით 1:10.
- ძალიან კარგ შედეგებს იძლევა კალენდულას ნაყენის გამოყენება გინეკოლოგიაში (წყლულების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს ) ნაყენი ზავდება წყალთან 1:10 შეფარდებით და ხმარობენ კომპრესების, გამორეცხვების და სხვა სახით.