» » » მიიღეთ ეს კოქტეილი ყოველ დილას და 7 დღეში წელის გარშემოწერილობა საგრძნობლად შემცირდება.

მიიღეთ ეს კოქტეილი ყოველ დილას და 7 დღეში წელის გარშემოწერილობა საგრძნობლად შემცირდება.

გახდომის პროცესი საგრძნობლად რომ დაჩქარდეს და წონის დასაკლებად მიღებულმა ნებისმიერმა ზომამ გაცილებით უკეთესი შედეგი რომ მიიღოს, აუცილებელია ორგანიზმის შინაგანი წმენდა. თუ ტოქსინებისა და წიდებისგან საკუთარ სხეულს ვერ დაცლით, ნივთიერებათა ცვლის პროცესები იმდენად შენელებული იქნება, რომ ვერცერთმა დიეტამ და ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შედეგი ვერ გამოიღოს.

მსხვილი ნაწლავის დასაცლელად და გასაწმენდად სულაც არ არის აუცილებელი სპეციალური მედიკამენტების მიღება, რომელთათვის მრავალი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. უგემრიელესი კოქტეილი, რომლის დამზადებასაც დღეს გასწავლით, ამ დავალებას 7 დღეში გაართმევს თავს, თანაც დააჩქარებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებისა და ცხიმოვანი ფენების შემცირების პროცესს.

კოქტეილი წონის კლების პროცესის სტიმულირებისთვის

ინგრედიენტები:
  • ანანასი - 70 გრამი;

  • კიტრი - 1 ცალი;

  • ვაშლი - 1 ცალი;

  • ფორთოხალი - 1 ცალი.

მომზადება და გამოყენება:
  1. ყველა ინგრედიენტი, გარდა ფორთოხლისა, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად. კიტრი და ვაშლი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თავის კანიანად. ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა მოცემული ინგრედიენტებისგან.



  2. დაამატეთ წყალი, 1 ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. რეკომენდებულია ნარევში 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელის ჩამატებაც, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.

  3. 1 კვირის განმავლობაში მიიღეთ ეს კოქტეილი ყოველ დილას, უზმოზე. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 1 დღეზე. ყოველი დღისთვის თქვენ უნდა დაამზადოთ ახალი კოქტეილი და მიიღოთ ის ახლადმომზადებული, რათა ინგრედიენტებმა არ დაკარგოს სამკურნალო თვისებები. მოცემული საშუალების გამოყენების პარალელურად დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ მინიმუმ 8 ჭიქა წყალი.



მოცემული საშუალება უკუჩვენებითია პაციენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემებისგან იტანჯებიან: წყლულოვანი კოლიტი, ჰემორეა და კრონის დაავადება.

ყველა სხვა შემთხვევაში ამ კოქტეილის მიღება სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი დახმარებით თქვენ მარტივად დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს და შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას მცირე დროში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.