ჩემმა კარგა მეგობრამა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა უკვე გამოვლილი ჰქონდა, ერთი ძალიან სასარგებლო საშუალების შესახებ მიამბო. სიმართლე გითხრათ, მის მიმართ თავდაპირველად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა მკურნალობის კურსის დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღეში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იყო. დღითიდღე თავს სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობდი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პრობლემა სამუდამოდ წარსულში დარჩა.
ბოსტნეულის კოქტეილი ღვიძლისთვის
ინგრედიენტები:
- 3 სტაფილო;
- 2 მწვანე ვაშლი;
- 1 ჭარხალი;
- ნახევარი ლიმონი კანის გარეშე;
- 2-3 სმ სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი;
- ისპანახის ან სალათის რამდენიმე ფურცელი.
მომზადება:
- ყველა ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და მოათავსეთ ბლენდერში. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბოსტნეულის ამ კონცენტრირებულ სასმელში ჩაამატეთ 2 ჩაის ჭიქა (400 მლ) წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
- მზა სასმელი მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში, შედგით მაცივარში და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით პატარ-პატარა ულუფებით. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ დღეზე.
რატომაა სასარგებლო ეს კოქტეილი?
- სტაფილო, რომელიც მდიდარია ფლავანოიდებითა და A ვიტამინით, კვებავს ღვიძლს.
- პექტინი, რომელსაც ვაშლი შეიცავს, გამოდევნის ტოქსინებს.
- სალათის მწვანე ფურცლები სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნიტეტს.
- ჯანჯაფილი და ლიმონი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს გვიწყობს მუცლის შებერილობის დამარცებაში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
- ნედლი ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის.
თუ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, დაიწყეთ ბოსტნეულის ამ კოქტეილის მიღება და ხანმოკლე დროში შენიშნავთ, თუ როგორ უმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა. გარდა ღვიძლის გაწმენდისა და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებისა, ეს სასმელი აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს, რადგან ის მდიდარია სასარგებლო ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და სხვა საკვები ნივთიერებებით.