ეს იდეალური კერძია მათთვის, ვინც ვერ იტანს ცხელ ფაფებს. მისი კიდევ ერთი პლიუსია რეცეპტის მოქნილობა. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუმატოთ ახალი ინგრედიენტები. დაბლა მოყვანილია ზარმაცების ფაფის 5 იდეა. შეგიძლიათ ფანტაზია მიუშვათ თავის ნებაზე.
- შვრია მანდარინითა და ფორთოხლით
- 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- 1/3 ჭიქა რძე
- 1/4 ჭიქა მაწონი
- 1 ს.კ. ფორთოხლის ჯემი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1/4 გამომშრალი და დაჭრილი მანდარინები
ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ქილაში და კარგად შეანჯღრიეთ. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით. ასეთი კერძის შენახვა სამ დღემდეა შესაძლებელი. მიირთვით ფაფა ცივად. - 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- შვრია ბანანითა და კაკაოთი
ინგრედიენტები- 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- 1/3 ჭიქა რძე
- 1/4 ჭიქა მაწონი
- 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1/4 ჭიქა დაჭრილი მწიფე ბანანი
ჩაყარეთ ქილაში ყველა ინგრედიენტი ბანანის გარდა. შეანჯღრიეთ ძალიან კარგად. შემდეგ დაუმატეთ ბანანი და ფრთხილად მოურიეთ. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით. ფაფის შენახვა 2 დღემდე შეგიძლიათ. მიირთვით ცივად. - 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- შვრია ვაშლითა და დარიჩინით
ინგრედიენტები- 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- 1/3 ჭიქა რძე
- 1/4 მაწონი
- 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1/4 ჭიქა ვაშლის პიურე (ან ვაშლის ნაჭრები)
ჩაყარეთ ქილაში ყველა ინგრედიენტი და კარგად აანჯღრიეთ. დაახურეთ ქილას თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით. კერძის შენახვა 2 დღემდეა შესაძლებელი. მიირთვით ფაფა ცივად. - 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- შვრია ალუბლითა და შოკოლადის ფანტელით
ინგრედიენტები- 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- 1/3 ჭიქა რძე
- 1/4 ჭიქა მაწონი
- 1/2 ჩ.კ. ვანილი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ს.კ. წვრილად დახეხილი მუქი შოკოლადი
- 1/4 ჭიქა დაჭრილი ალუბალი
ჩაყარეთ ქილაში ყველა ინგრედიენტი და კარგად აანჯღრიეთ. დაახურეთ ქილას თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით. კერძის შენახვა 3 დღემდეა შესაძლებელი. მიირთვით ფაფა ცივად. - 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- მოკო-შვრია
ინგრედიენტები- 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი
- 1/3 ჭიქა რძე
- 1/4 ჭიქა მაწონი
- 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1/2 ჩ.კ. ხსნადი ყავა, 1 ჩ.კ. ცხელ წყალში გახსნილი.
ჩაყარეთ ქილაში ყველა ინგრედიენტი და კარგად აანჯღრიეთ. დაახურეთ ქილას თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით. კერძის შენახვა 3 დღემდეა შესაძლებელი. მიირთვით ფაფა ცივად. - 1/4 ჭიქა შვრიის ფანტელი