მარცვლის ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეს კარგად შეიმჩნევა კბილებზე ქვების წარმოქმნისას და დიდ თითთან კორძების წარმოქმნისას. ნაყენი შეიცავს მაგნიუმს, კალციუმის დიდ კონცენტრაციას.
ნაყენი: 50 გრამ დაქუცმაცებულ მარცვალს (ჩენჩოიანად) დაასხით 0,5 ლ წყალი და დადგით ერთი დღე-ღამის განმავლობაში. გაწურეთ. მიიღეთ 0,5 - 1 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისათვის.
მარცვლის ნახარში თაფლთან ერთად მიიღეთ ორგანზმის დაუძლურების, ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის ანთების, გასტრიტის, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.
ნახარში: 1 ჩ/ჭ მარცვალს დაასხით 1 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე, სანამ ნახევარი სითხე არ აორთქლდება. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ.