» » » ლამაზი და გემრიელი კექსები ორი სახის შოკოლადით: თვალს ვერ მოსწყვეტთ

ლამაზი და გემრიელი კექსები ორი სახის შოკოლადით: თვალს ვერ მოსწყვეტთ

მკვეთრი კოსტუმების, ხმაურიანი შეკრებებისა და წვეულებების საღამო უკვე კარს მოადგა. დროა, გოგრისგან ჯეკის სანათი გამოვჭრათ და ვეძებოთ შესაბამისი კერძების რეცეპტები. თუ ჰელოუინის აღნიშნვისა და მომზადების პროცესი თქვენც ისეთივე სიამოვნებას განიჭებთ, როგორსაც ჩვენ, გთავაზობთ რეცეპტს თემატური კექსებისა.

ასეთი ტკბილეულის მომზადება მარტივია. კრემისთვის საღებავის გამოყენებაც არ დაგჭირდებათ, თვითონ ცომში შოკოლადის ორი სახეობა მიდის. იმედი გვაქვს, ასეთი ორიგინალური ნამცხვარი თქვენს ოჯახსა და მეგობრებს გააოცებთ.

ინგრედიენტები
  • 50 გ შავი შოკოლადი
  • 50 გ თეთრი შოკოლადი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 160 გ კარაქი
  • 1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 150 გ ხაჭო
  • 5 გ ვანილინი
  • 170 გ შაქრის პუდრი
მომზადება
  1. ცომის მოსაზელად, ღრმა ჭურჭელში შეურიეთ კვერცხი და შაქარი, 120 გ დარბილებული კარაქი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. დანაყეთ შოკოლადი და დაუმატეთ ცომში, ისევ კარგად მოურიეთ.
  3. ფრთხილად მოათავსეთ ცომი კექსის ფორმებში და შედგით 200 გრადუსზე 30 წუთით. კექსების მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირებით.
  4. სანამ ისინი გამოცხვება, მოამზადეთ კრემი. ამისთვის ათქვიფეთ დარჩენილი კარაქი და შაქრის პუდრა, დაუმატეთ ვანილი და ცხიმიანი ხაჭო. შემდეგ დაუმატეთ კრემში სასურველი საღებავი და მოურიეთ, სანამ ფერი ერთგვაროვანი არ გახდება.
  5. მოათავსეთ კრემი საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ გაგრილებული კექსები.
ახლა თემატური ორცხობილა მოხმარებისთვის მზადაა. გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.