12 ულუფისთვის დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 6 კვერცხი
- 180 გ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
- 80 გ ფქვილი
- 60 გ სახამებელი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 60 გ კაკაოს ფხვნილი
გარდა ამისა: - 600 გ მარწყვი
- 200 გ ნაღები
- 3 პაკეტი ნაღების შემადედებელი
- 500 გ უცხიმო ხაჭო
- 70 გ შაქარი
- 6 შოკოლადის ვაფლი
მომზადების წესი:
ღუმელი გაახურეთ 175o -ზე. კვერცხის გულები და 90 გ შაქარი გალესეთ, დაუმატეთ ვანილიანი შაქარი და კარგად ათქვიფეთ. ცილა და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ და შეურიეთ გულებს. სწრაფად შეურიეთ ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი, კაკაო. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ყალიბში და 30-35 წუთით შედგით ღუმელში. გამოიღეთ და 2 საათი გააჩერეთ.
ბისკვიტი გაჭერით სამ ფენად. ნახევარი მარწყვი დაჭერით. ნაღები და გამამყარებელი კარგად ათქვიფეთ. ხაჭო და შაქარი გალესეთ და დარჩენილი გამამყარებელი შეურიეთ. 1/3 კრემს შეაზილეთ დაფხვნილი ვაფლი, დანარჩენ კრემს - მარწყვი.
ქვედა და შუა ფირფიტებს წაუსვით მარწყვიანი კრემი, ზედას - ვაფლიანი. მოაწყვეთ მარწყვები და 1 საათით შედგით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!