მარტივი და გემრიელი ცომის რეცეპტი
ახლა იმისათვის, რომ გემრიელი კერძი მოამზადოთ ათეულობით გვერდის გადახედვა საჭირო არაა. "რჩევების" რედაქციამ ეს თქვენ ნაცვლად გააკეთა და ერთ სტატიაში 6 მარტივი და გამოცდილი ცომის რეცეპტი შეაგროვა. მარილიანი, ფენოვანი, ბლითებისთვის, ტორტებისა და ნამცხვრებისთვის! მხოლოდ შიგთავსის მოფიქრება დაგჭირდებათ.
სწრაფი ფენოვანი ცომი
"ფენოვანს არ უყვარს თბილი დაფა და ცივი ღუმელი" - ამბობდა ბებია, როცა ფენოვანი ცომის მოსაზელად ამ მარტივ რეცეპტს იყენებდა. ყველა ინგრედიენტი, კარაქის გარდა პირდაპირ მაცივრიდან უნდა იყოს.
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 200 გრ კარაქი
- 250 მლ კეფირი
- 1 კვერცხი
- მწიკვი მარილი
მომზადება
- მშრალ ზედაპირზე 450 გრ ფქვილი (50 გრ დაიტოვეთ ცომის სამოძრავოდ) დაყარეთ. ცენტრში სიღრმე გააკეთეთ და ჩაასხით კეფირი და კვერცხი, მოაყარეთ მარილი. რბილი ცომი მოზილეთ.
- კარაქი ნაწილებად დაყავით და ფქვილი მოაყარეთ.
- ცომი დაფაზე გააბრტყელეთ და ცენტრში 1/3 კარაქი წაუსვით. კონვერტის ფორმით გაკეცეთ, შეაერთეთ ბოლოები და კვლავ გააბრტყელეთ. სწრაფად გააბრტყელეთ, მაგრამ არ დაშალოთ. გაიმეორეთ პროცესი 2 ჯერ დარჩენილი კარაქისთვის. ბოლოჯერ ფქვილი მოაყარეთ და შეფუთეთ. (ასეთ ფორმაში შეგიძლიათ საყინულეში 3 თვით შეინახოთ).
- გამოყენებამდე გააგრილეთ 30 წუთით. გამოაცხვეთ მხოლოდ კარგად გაცხელებულ ღუმელში.
პილმენის ცომი
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 200 მლ ცივი წყალი
- 1 ს/კ კარაქი
- 0.5 ჩ/კ მარილი
მომზადება
- კვერცხი, მარილი და წყალი ცალკე ჭურჭელში აურიეთ, გააგრილეთ.
- ფქვილი მთასავით დაყარეთ, ჩააღრმავეთ და შიგნით კვერცხიანი ნარევი ჩაასხით. მუდმივად ერთ მიმართულებით მოურიეთ, ფქვილი კუთხიდან ცენტრში გადაიტანეთ. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, მაგრამ ჯერ კიდევ წებოვანი, დაუმატეთ კარაქი და გააგრძელეთ მოზელა სანამ ელასტიური არ გახდება. თუ საჭირო გახდება, ცოტაოდენი ფქვილი დაუმატეთ.
- მიღებული ცომი მაცივარში 30 წუთით შედგით.
- ეს რეცეპტი გირცის მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. ერთნაირი ფორმის ზომების მისაღებად ჭიქა გამოიყენეთ.
კლასიკური ბისკვიტი
ბისკვიტი რომ იდეალური გამოვიდეს, ინსტრუქციას ბოლომდე მიყევით. ღუმელში გამოცხობის დროს არ ჩაიხედოთ და ზეთი მხოლოდ ფორმის ძირს წაუსვით, ასე ცომი თანაბრად გაიზრდება.
ინგრედიენტები
- 180 გრ ფქვილი
- 4 კვერცხი
- 100 გრ შაქარი
- 15 გრ ვანილი
- 1 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
- ზეთი ფორმაზე წასასმელად
მომზადება
- კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცალკე ჭურჭელში გულები ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე.
- გაცივებული ცილა ააქაფეთ, დაუმატეთ შაქარი და ვანილი მცირე პორციებით.
- ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე გულებს დაუმატეთ 1/3 ცილა. შემდეგ ფრთხილად მოაყარეთ ფქვილი მიღებულ მასას, დაუმატეთ საცხობი ფხვნილი და აურიეთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.
- ბოლოს დარჩენილი ცილა დაუმატეთ. შეურიეთ ცომს ფრთხილად და ნელა, რომ ჰაერის ბუშტუკები არ წარმოქმნათ, რის გამოც ცომი იზრდება.
- არ იყოყმანოთ, ცომი ღუმელში მოათავსეთ!
- ბისკვიტი 190-200 გრადუს ტემპერატურაზე 20-30 წუთით გამოაცხვეთ. გამზადებული ბისკვიტი ფორმიდან ბადეზე ან პირსახოცზე ამოიღეთ და გააგრილეთ.