» » » ხვეულები არაჟნით: ღეჭვა არ დაგჭირდებათ, პირში ნაყინივით დნება

ხვეულები არაჟნით: ღეჭვა არ დაგჭირდებათ, პირში ნაყინივით დნება

ხრაშუნა გემრიელი ხვეულები, ნაზი და ფენოვანი.. ბავშვობაში ასეთებს დედა მიცხობდა. დესერტის თეფშები მალე ცარიელდებოდა და მისი არომატი და ხრაშუნი დღემდე კარგად მახსოვს.



იმისათვის, რომ ცომი ძალიან ნაზი, ფხვიერი და ფენოვანი გამოვიდეს შიგნიდან, აუცილებლად უნდა დაუმატოთ ღორის ქონი. სოფლის სამზარეულოს ამ პროდუქტს ბევრი არ ენდობა, მაგრამ, დამიჯერეთ, შედეგი ნამდვილად ღირს ამად.



ღორის ქონი კარგია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იგი ერთ-ერთია იმ იშვიათი ცხიმებისგან, რომლებსაც არ ეშინია მაღალი ტემპერატურის და არ წარმოქმნის კანცეროგენებს, მეორეც, თუ მას ცომში დაუმატებთ, იგი ოდნავ სველი იქნება და დიდხანს არ გაფუჭდება.

ხვეულები არაჟნით
ინგრედიენტები
  • 140 გ ნაღების კარაქი
  • 60 გ ქონი
  • 400 გ ფქვილი
  • 100 გ არაჟანი
  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება
  1. ქონი და კარაქი მოათავსეთ საყინულეში 1.5 საათით.
  2. ცივი ინგრედიენტები დაჭერით მცირე კუბებად და შეაზილეთ ფქვილი.
  3. ცალკე თასში შეურიეთ არაჟანი, რძე, კვერცხის გულები და ლიმონის წვენი. დაუმატეთ ცომს და სწრაფად მოზილეთ.



  4. მოათავსეთ ცომი 1 საათით მაცივარში. ამასთან, ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე.
  5. დაჭერით ცომი 6 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მრგვალად და დაჭერით სექტორებად.



  6. დანით წაუსვით თითოეულ სექტორს შიგთავსი. კარგია სქელი ჯემი.
  7. თავიდან გაახვიეთ კონფეტივით, შემდეგ თავისუფლად, მაგრამ მჭიდროდ. დაახვიეთ კუდამდე.



  8. დაალაგეთ ხვეულები კუდებით ქვემოთ საცხობზე, რომელზეც პერგამენტია გადაფარებული.
  9. აცხვეთ 180 გრადუსზე 18 წუთით.


  10. მზა ხვეულებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
  11. ქონით მომზადებული ხვეულები მზადაა, მიირთვით ისინი ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან. გემრიელად მიირთვით!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.