» » » მომხივლელი და გაცოცხლებული მშრალი ხავსის ქოთანი. დატკბით ახლად აბიბინებული და გაცოცხლებული ხავსის სილამაზით.

მომხივლელი და გაცოცხლებული მშრალი ხავსის ქოთანი. დატკბით ახლად აბიბინებული და გაცოცხლებული ხავსის სილამაზით.

დაბურულ ტყეში სეირნობის დროს, არაერთხელ შევხვედრილვართ ხასხასა, მწვანე ხავსში თავმომწონედ ამოსულ იასა თუ ყოჩივარდას. ხშირად ფრთხილად მოგვითხრია კიდეც და სახლში წამოგვიღია, რომ უფრო დიდი ხსნის განმავლობაში დავმტკბარვიყავით ამ სილამაზით.
ხასხასა მწვანედ მობიბინე ხავსის გამოზრდა სრულებით არ არის რთული. შეუხედავი, სადა ქვები, აგურები ან თიხის ქოთნები, დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგიძლიათ მთლიანად დაფაროთ ხასვსით.

ამისათვის დაგჭირდებათ: 1 წილი ხავსი, 1 წილი შაქარი და 2 წილი ლუდი. აღნიშნული ინგრედიენტები მოათავსეთ ელექტრო სათქვეფში და მანამდე თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ არაჟნის სისქის მსგავსი კონსისტენციის ნაზავს. წინასწარ გასუფთავებული: ქვის, ქოთნის ან აგურის ზედაპირი მთლიანად დაფარეთ მიღებული მასით და მოათავსეთ ჩრდილში, რადგანაც ხავსი ჩრდილში გაცილებით უკეთ იზრდება. სისტემატურად აკონტროლეთ ნაზავით გაპოხილი ნივთის ტენიანობა. შეეცადეთ, რომ იგი არ გამოშრეს. კარგი მოვლის პირობებში, დაახლოებით 2 თვის შემდეგ მთლიანი: ქვა, ქოთანი ან აგური დაიფარება ხასხასად მობიბინე ხავსით.
ხშირად ლუდის ნაცვლად იყენებენ იოგურტს ან კეფირს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ნაზავს ეძლევა არასასიამოვნო სუნი, ამიტომ უპირატესობა ენიჭება ლუდს.

გაცოცხლებული მშრალი ხავსი
ბუნებრივი ხავსით დეკორირების არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა ქოთნების ანალოგიური ფორმით გასაფორმებლად დაგჭირდებათ: თიხის ქოთანი, მშრალი ხავსი, თეთრი აკრილის საღებავი, ტუალეტის ქაღალდი, ფუნჯი და ფქვილის პასტა.
სამუშაოს დაწყების წინ დაამზადეთ ფქვილის პასტა. ამისათვის ჯამში ჩაყარეთ 1/2 ჭიქა მარილი, 1 ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ. დაასხით 1 ჭიქა წყალი და მოზილეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან თხელ, მაგრამ არა წყალწყალა ნაზავს.
წინასწარ კარგად გასუფთავებული თიხის ქოთნის კედლებზე ტუალეტის ქაღალდით უხეშად წაუსვით თეთრი აკრილის საღებავი, რათა ქოთანს შესძინოთ სიძველის ეფექტი და დაელოდოთ საღებავის სრულ შრობას.
ჯამში არსებულ ფვილის პასტას თვალის ზომით დაამატეთ იმდენი ხავსი, რომ ნაზავმა არ დაკარგოს სინოტივე და წებოვნება.

მიღებული მასით მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარეთ ქოთნის კედლები და ნახელავი მოათავასეთ ჩრდილში, რადგანაც ხავსი ჩრდილში გაცილებით უკეთ იზრდება. ხავსის ზრდის პროცესში, სისტემატურად აკონტროლეთ ნაზავით გაპოხილი ნივთის ტენიანობა და შეეცადეთ, რომ იგი არ გამოშრეს, კარგი მოვლის პირობებში კი, დაახლოებით 8-10 კვირის შემდეგ დატკბებით ახლად აბიბინებული და გაცოცხლებული ხავსის სილამაზით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.