» » » საყვავილე ქოთნების ცარცის ჩიტებით დეკორირება.

საყვავილე ქოთნების ცარცის ჩიტებით დეკორირება.

საყვავილე ქოთნების ფრინველებით დეკოკირებისათვის დაგჭირდებათ: სასურველი ზომის თიხის ქოთნები, საიზოლაციო ლენტი, მაკრატელი, სქელი ცელოფანი, ფრინველის ხაზოვანი ნახატი, კალამი, სპირტი, ჩვარი, აკრილის შავი საღებავი, საღებავების აეროზოლები, ფუნჯი, სახატავი ცარცი, ღრუბელი და ლაქი.
ფრინველის ხაზოვან ნახატზე დააფინეთ სქელი ცელოფანი, კალმით შემოხაზეთ კონტურები და მაკრატელით გამოჭერით.

წინასწარ გასუფთავებული საყვავილე ქოთანი დაამუშავეთ სპირტიანი ჩვრით, გააშრეთ, შეღებეთ სასურველი ფერის საღებავის აეროზოლით და კვლავ დაელოდეთ სრულ შრობას.
თქვენს მიერ გამოჭრილი ცელოფნის ტრაფარეტი დააფინეთ მშრალი ქოთნის გარეთა კედელს და დაამაგრეთ საიზოლაციო ლენტით.

ღრუბელი დაასველეთ შავი ფერის აკრილის საღებავში და, ხელის ფრთხილი მოძრაობით, საგულდაგულოდ დაფარეთ ტრაფარეტის ამოჭრილი არეების შიგნით არსებული სიცარიელები, ხოლო შემდეგ დაელოდეთ საღებავის სრულ შრობას.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მოხსენით ტრაფარეტი, უკვე მშრალი ნახატი მთლიანად დაფარეთ ცარცით, ხოლო შემდეგ გაწმინდეთ კარგად გაწურული ჩვრით და კვლავ დაელოდეთ შრობას.
სამუშაოს დასასრულს, მთლიანი ნახელავი დაფარეთ 2-3 ფენა ლაქით, რომლის სრული შრობის შემდეგ, ქოთანი მზად არის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.