რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ეს გემრიელი კერძი ლორისგან. მთავარია, შეარჩიოთ ლორის ნაჭრები 2 სმ სისქისა, რომელსაც მარტივად სძვრება კანი.
ინგრედიენტები
- 1 კგ ახალი ლორი
- 4-5 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- ბეგქონდარა, ქინძი, წითელი და შავი წიწაკა, ოხრახუშისა და დაფნის ფოთლები გემოვნებით
- მოაშორეთ ლორს კანი. შეაზილეთ სანელებლები, ნიორი და მარილი ორივე მხრიდან. მარილს ბევრს ნუ გამოიყენებთ.
- შეახვიეთ ლორი რულეტად. გაახვიეთ ღორის კანში, მჭიდროდ შეახვიეთ ძაფით.
- დადგით ტულეტი საცხობ ფორმაზე და შედგით 180 გრადუსიან ღუმელზე 1.5 საათით.
- გამომცხვარი რულეტი დადგით ბადეზე გასაგრილებლად, რათა ჭარბი ცხიმი ჩაიწუროს. ამის შემდეგ შედგით მაცივარში 1 საათით.
- მზადაა! დაჭერით და დადგით სუფრაზე.