დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოამზადოთ ლორი მარინადში. განსაკუთრებით გემრიელია ლორი ხორცის მცირე ნაჭრებით. მთავარია, მას არ ჰქონდეს უსიამოვნო სუნი.
ლორი მარინადში
ინგრედიენტები
- 1 კგ ლორი
- 1 ჭიქა მარილი
- 0.5 ჭიქა შაქარი
- 1 ლ წყალი
- შავი წიწაკის მარცვლები
- დაფნის ფოთლები
- ნიორი
- დაუმატეთ წყალს შაქარი, მარილი, წიწაკა და დაფნა. აადუღეთ და გააგრილეთ.
- დაჭერით ან დაჭყლიტეთ ნიორი და მოაყარეთ ლორს.
- მიღებული მარინადი მოასხით ლორს. გააჩერეთ 1 დღით სამზარეულო ოთახში, კიდევ 1 დღით მაცივარში. შემდეგ ამოალაგეთ ხელსახოცზე, რათა მარინადი გაიწოვოს.
- ლორი მზადაა, შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახით.