ალოეს წვნიანი ფოთლები მდიდარია C ვიტამინით, მიკროელემენტებით, მინერალური მარილებითა და სხვა ძვირფასი ნივთიერებით. ალოეს წვენი - ესაა მღვრიე, მომწვანო ფერის სითხე, მომწარო-მჟავე გემოთი და სანელებლის არომატით.
ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ალოეს წვენს ბაქტერიოციდული და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. ჭრილობების ალოეს წვენის შემცველი პრეპარატებით დამუშავებისას, ანთებითი პროცესი წყდება და ჭრილობა სწრაფად ხორცდება.
გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა
ინგრედიენტები:
- ალოეს ფოთლები - 2 ს/კ
- კრაზანას ყვავილედი - 2 ს/კ
- თაფლი - 1 ს/კ
- წითელი ღვინო - 0,5 ლ
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი:
კრაზანას მშრალი ყვავილი და ფოთლები ჩავყაროთ ემალის ჭურჭელში და დავასხათ თბილი წყალი. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წთ. ნახარში გავაციოთ და გავწუროთ. ალოეს დაქუცმაცებული ფოთლები გავსრისოთ თაფლთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს მასა შევურიოთ გაციებულ ნახარშს, ბოლოს დავასხათ ღვინო. მიღებული საშუალება მოვათავსოთ მინის ჭურჭელში და დავდგათ გრილ, ბნელ ადგილას. სამკურნალო ეფექტი აქვს 10 დღის შემდეგ. რეკომენდებულია ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. მივიღოთ 2 ს/კ 2-ჯერ დღეში, უზმოზე. კურსი გრძელდება 14 დღე. 5-დღიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია კურსის განმეორება.
ინგრედიენტები:
- ქაცვის ახალმოკრეფილი ნაყოფი - 6 ს/კ
- ასკილი - 1ს/კ
- ლობიო - 2 ს/კ
- ბარდა - 1 ს/კ
- წიწიბურა - 2 ს/კ
- ალოეს ფოთლები - 1 ს/კ
- ქაცვის ზეთი - 5 ს/კ
- ხახვი - 1 თავი
- მარილი - 1/2 ჩ/კ
მომზადების წესი:
ლობიო და ბარდა მოვხარშოთ. ასკილს დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ 3-4 წთ. წყალი გადავწუროთ. მოხარშული ლობიო, ბარდა და ასკილი გადავწუროთ ცხაურზე. ცალკე ჭურჭელში მოვხარშოთ წიწიბურა. ალოეს ფოთლები დავაქუცმაცოთ. ყველა მოცემული კომპონენტი შევურიოთ ერთმანეთს. მომზადებული სალათის მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად, სასქესო ორგანოების ფუნქციის ნორმალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით უშვილობის მკურნალობისას.