» » » როგორ მკურნალობას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ჭინჭრის ციების დროს.

როგორ მკურნალობას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ჭინჭრის ციების დროს.

ჭინჭრის ციება არის კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება უეცარი და სწრაფი გამონაყარით კანის სხვადასსხვა უბანზე. გარეგნულად გამონაყარი ჭინჭრით დასუსხულს მიემზგავსება, ახასიათებს ძლიერი ქავილი. ამ დაავადებას იწვევს ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი საკვები პროდუქტის, წამლების, მწერის ნაკბენის მიმართ. ხშირად გამონაყარი ქრება რამდენიმე საათში ან დღეში. ზოგჯერ გამონაყარი ჩნდება ხორხზე, რაც იწვევს ხველას, უფრო რთულ შემთხვევაში სულის ხუთვას.

ხალხური საშუალებები ჭინჭრის ციების სამკურნალოდ
  • ხეხავენ ნიახურის ძირს ან ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. წურავნე. სვამენ 1-2 ჩაის კოვზს დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის დედის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ შეფუთულს 30 წთ. წურავენ. სვამენ 1/2-1 ჭიქას 3-4-ჯერ დღეში. ეს საშუალება წმინდავს სისხლს და დაავადება მალე ქრება.

  • იღებენ კუნელისა და ვალერიანის ნაყენს (იყიდება აფთიაქში), ურევენ ერთმანეთში. ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით ძილის წინ. ამშვიდებს და აძლიერებს ორგანიზმს.

  • 1 სუფრის კოვზ ფარსმანდუკის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 45 წთ. ღებულობენ 1/3 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

  • 1 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს (მთლიან ბალახს) ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წუთს. ღებულობენ 1/3 ჭიქას 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

  • მშრალ ფარსმანდუკის ბალახს ასხამენ სპირტს თანაფარდობით 1:10 აჩერებენ 7 დღე. ღებულობენ 40-50 წვეთს 3-ჯერ დღეში.

  • ფარსმანდუკისგან დამზადებულ ყველა წამალს აქვს, შარდმდენი, ოფლმდენი, სისხლის გამწმენდი, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.