» » » პოლონელი დიეტოლოგების მიერ შემუშავებული დიეტა, რომელსაც ვერ დაარღვევთ: შედეგს სანტიმეტრზე იხილავთ

პოლონელი დიეტოლოგების მიერ შემუშავებული დიეტა, რომელსაც ვერ დაარღვევთ: შედეგს სანტიმეტრზე იხილავთ

მტკიცება იმის შესახებ, რომ დიეტის დაცვა რთულია, გაცილებით რთულია შესაცვლელად. ხშირ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ასეა: საკვების უკმარისობის გამო იწყება უძლურობა, მუდმივი შიმშილის გრძნობა და ნებისმიერ მომენტში დარღვევის რისკი.. გამხდარი ფიგურა ისევ ოცნებად რჩება.
ისეთი დიეტის ძიება, რომელიც სტეროტიპებს დაამსხვრევს, საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. რჩევების რედაქცია წარმოგიდგენთ: პოლონური გახდომა, რომლის დროსაც ბოლოს და ბოლოს თავს იგრძნობთ მაძღრად. პურის, კარაქის აუკრძალავად, დიდი რაოდენობით წყლის გარეშე, რომლის დალევასაც გაიძულებდნენ.

ყველაფერი პოლონური დიეტის შესახებ


პოლონური სამზარეულო მდიდარია მსუყე საკვებით, არც დიეტის მენიუა გამონაკლისი. თანაც, ეს სულ არ გიშლით ხელს, 1 კვირაში 8 კგ-მდე დაიკლოთ, წელი კი 5 სმ-თი შეავიწროვოთ.
მსუყე დიეტას, რომელიც პოლონელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს, იცავენ 8-30 დღემდე, საშუალოდ კი 10 კგ-ს იკლებენ. როგორც სხვა ნებისმიერი დიეტა, პოლონური დიეტაც წესებისგან შედგება.


  • ხუთჯერადი კვების მენიუ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყოველ მეორე დღეს.
  • საკვების ბოლო მიღება ჭამამდე მინიმუმ 3 საათით ადრე უნდა მოხდეს.
  • დღეში მაქსიმუმ 1 ლ წყალი უნდა დალიოთ.
  • ცივ სეზონზე შეცვალეთ ბოსტნეული კონსერვებითა და მწნილებით.
  • სასმელები აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს.
  • მიირთვით პური, ოღონდ მხოლოდ შავი და რუხი.
  • რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები გაზრდის ეფექტურობას.
ეს წესები საკმაოდ ლოიალურია. ცალკეული ყურადღება გაამახვილეთ მესამე პუნქტზე. გახდომა პოლონური მეთოდიკით არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, რომლებიც წონაში ჰიპერფილტრაციის გზით გაკლებინებთ. გახდომა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ცხიმების დაწვის გზით.

დიეტის მენიუ


პირველი დღე
  • საუზმე: 1 ჭიქა რძე 1 ჩ.კ. თაფლთან და 1 ნაჭერ ტოსტთან (ან პურთან) ერთად.
  • წახემსება: ვაშლი და ჩაი.
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი მჭლე ხორცის ბულიონზე, 1 ნაჭერი საწონლის ხორცი ან ცოტაოდენი მოშუშული ხორცი(100 გ).
  • სამხარი: 250 გ პომიდორი ჩერი ან ჭიქა ახლადდაწურული პომიდვრის წვენი.
  • ვახშამი: შეურიეთ 300 მლ კეფირი მწვანილს და მოაყარეთ დახეხილი ყველი (30 გ, შეარჩიეთ ყველის არომატული, გემრიელი სახეობა).


მეორე დღე
  • საუზმე: შვრიის ფაფა, რძისა და წყლის ნაზავში მომზადებული.
  • წახემსება: ტოსტი მწვანილთან და კარაქთან ერთად.
  • თევზის სუპი 1 ნაჭერი თევზით.
  • სამზარი: ბოსტნეულის სალათი ყველით (ნებისმიერი ბოსტნეული კარტოფილის გარდა).
  • ვახშამი: რძე კენკრით ან ხაჭო ქიშმიშით.


ანაცვლეთ ეს ორდღიანი მენიუ და ვერ იგრძნობთ მრავალფეროვნების უკმარისობას, ასევე, შიმშილსაც. საკვების 5 მიღება უნდა გაანაწილოთ მთელ დღეზე ისე, რომ კვებებს შორის ინტერვალი ორი საათი მაინც იყოს. არ შეგეშინდეთ საუზმობა 11 საათზე. ეს იმდენად მოსახერხებელი არ არის, თუმცა ამ დრომდე შიმშილი თავს არ გვახსენებს ხოლმე.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი: თუ მენიუში პურს ჩართავთ, აუცილებელია ზომიერების დაცვა. საფუარიანი, თეთრი პურისგან მხოლოდ ზედმეტ კგ-ებს მიიღებთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.