» » » ერთდღიანი თხევადი დიეტა - პოპულარული მეთოდი მუდმივად დაკავებული ადამიანებისთვის

ერთდღიანი თხევადი დიეტა - პოპულარული მეთოდი მუდმივად დაკავებული ადამიანებისთვის

ნებისმიერ დიეტას სჭირდება არა მხოლოდ ნებისყოფა და მოთმინება, არამედ დრო. მუდმივად სამსახურით და სახლით დაკავებული ადამიანისთვის რთულია ყოველდღიურად საათობრივი კვების დავა. სწორედ ამიტომ, ბოლო დროს აქტუალური ხდება ე.წ ერთდღიანი დიეტები. აირჩიეთ დასვენების დღე და დღის განმავლობაში 3კგ-მდე დაიკელით. 



ერთდღიანი დიეტის ვარიანტი სასმელია. ასეთ დიეტას ხშირად თხევადსაც უწოდებენ. ყოველ 2 საათში აუცილებლად ერთი ჭიქა წყალი, წვენი ან ჩაი უნდა დალიოთ. ფიქრობთ, ეს რთულია? არაფერიც! ბოლოს და ბოლოს, ერთი დღე ბევრი არაა. სასწორზე შედეგი კი აუცილებლად გაგახარებთ. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი პერიოდულად ერთდღიან დიეტას უბრუნდება. 

დიეტის განსაკუთრებულობა



დღის განმავლობაში მხოლოდ ღვიძლი და შარდმდენი ორგანოები მუშაობენ, კვების მონელების ორგანო კი გააქტიურებული არაა. სწორედ ამის წყალობით საყლაპავი მცირდება. ერთდღიანი ასეთი კვება გვავსებს, კუჭს ძველი მოცულობის საკვების "ჭამის" უფლებას და მადის ნორმალიზების საშუალებას აძლევს.



სავსებით ბუნებრივია კითხვა, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს უჩნდება - მავნებელია თუ არა მსგავსი დიეტა? არა, თუ თქვენი გატაცება ფანატიზმამდე არ გადადის. თუ ასეთ დიეტას რამდენიმე დღე ზედიზედ დაიცავთ, კვების მონელების სისტემა მას შეეგუება და ჩვეულებრივი საკვების გადამუშავება გაუჭირდება. 

დღის რაციონი



თხევადი დიეტის ეს ვარიანტი შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაიმეოროთ, ანუ თვეში რამდენჯერმე. ის ჩვეულებრივი წყლით გადატვირთული დღისგან განსხვავდება. რაციონში წვენი და ჩაი შედის (ერთი ჭიქა ყოველ 2 საათში). 
  • 8:00 თბილი წყალი ლიმონის წვენით.

  • 10:00 თბილი წყალი ვაშლის ან ფორთოხლის წვენით (თქვენი არჩევით)

  • 12:00 მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.

  • 13:00 ცივი წყალი სტაფილოს წვენით.

  • 15:00 ჩაი თქვენი არჩევით. 

  • 17:00 ნებისმიერი წვენი. 

  • 19:00 მწვანე ჩაი შაქრის გარეშე. 

  • 21:00 თბილი წყალი გრეიფრუტის წვენით.
     
  • 22:00 თბილი წყალი ლიმონის წვენით. 




ერთი ასეთი დღე თქვენს ორგანიზმს მუდმივად საკვების გადამუშავების დატვირთვისგან დასვენების საშუალებას მისცემს. ერთდღიანი დიეტა - ორგანიზმის გასუფთავების და თავიდან ჩართვის მეთოდია. 

დიეტისთვის წინასწარ მოემზადეთ



ნებისმიერი ცვლილება ორგანიზმისთვის სტრესია. სწორედ ამიტომ წინასწარ მოემზადეთ. ზუსტად ერთი კვირის წინ, სანამ დიეტას დაიწყებთ უარი თქვით სოუსსა და კეტჩუპზე, ცხიმიან საკვებსა და სოსისის პროდუქტებზე, შემწვარ და ტკბილ საკვებზე. ორი დღით ადრე მხოლოდ ბოსტნეული, ხილი და ფაფები მიირთვით. დალიეთ სასმელები შაქრის გარეშე.



დიეტის შემდეგ კი ფუნთუშებთან და სწრაფი კვების პროდუქტებთან დაბრუნება არ იჩქაროთ. მეორე დღეს შეგიძლიათ ბოსტნეული, ხილი და ფაფები მიირთვათ, შემდეგ კი ჩვეულ რაციონს დაუბრუნდით. მხოლოდ ასე შეძლებთ ერთდღიანი დიეტის შედეგის შენარჩუნებას. 

არსებობს ერთი დიდი მაგრამ: თუ თქვენ შარდმდენი სისტემა და თირკმლების მუშაობა დარღვეული გაქვთ, ან გასტრიტით და დიაბეტით იტანჯებით, მსგავსი დიეტური ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ. თუ ზემოთ მოცემული დაავადებებიდან არცერთი არ გაწუხებთ, გამოყავით ერთი დღე და დაიკელით. მეგობრებს რომ თქვენი არ შეშურდეთ, უამბეთ მათაც ამ რაციონის შესახებ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.