» » » ეთერზეთები, რომელსაც ფორთოხალი შეიცავს, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს ორგანიზმსა და ებრძვის მავნე მიკრობებს.

ეთერზეთები, რომელსაც ფორთოხალი შეიცავს, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს ორგანიზმსა და ებრძვის მავნე მიკრობებს.

მრავალწლიანი მარამდწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ოჯახისა. ფორთოხლის ნაყოფი შეიცავს: წყალს, ორგანულ მჟავებს, უჯრედისს, აზოტოვან ნივთიერებებს, B1, B, C ვიტამინებს და C პროვიტამინს. ფორთოხალში ვიტამინის შემცველობა უტოლდება ამ ვიტამინის შემცველობა უტოლდება ამ ვიტამინის შემცველობას რძეში. ნაყოფის კანში შედის ეთერზეთების სხვადასხვა სახეობა. ფორთოხლის ნაყოფი გამოიყენება ჰიპო და ავიტამინოზის სამკურნალოდ, ასევე, პროფილაქტიკისთვის. ის კარგი მადის მომყვანია და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მდიდარია ჩ ვიტამინით, რომელიც ებრძვის ვირუსებს და აძლიერებს იმუნიტეტს, აჯასაღებს კანის სტრუქტურას, სისხლძარღვებს, შეხორცების პროცესს, ხელს უშლის ორგანიზმისთვის მავნე თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, აბრკოლებს კიბოს უჯრედების წარმოშობას. შეიცავს ვიტამინებს, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების მოქმედებას, აბრკოლებს კიბის უჯრედების წარმოშობას. შეიცავს ვიტამინებს, რომელიც ასტიმულირებს ქსოვილების სუნთქვასა და სასიკეთოდ მოქმედებს ენდოკრინულ ჯირკვლებზე, თიამინს (B1 ვიტამინი), რიბოფლავინს (B2 ვიტამინი), კაროტინს (A ვიტამინი) და პექტინებს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ფორთოხალი ასევე მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით.

  • ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) ენდოკრინოლოგების აზრით, ფლავონოიდების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროს წარმოადგენს ფორთოხლის წვენი, ვინაიდან ის მდიდარია ძლიერი ფლავონოიდებით - ნარინგენინით და ჰესპერიდონით, რომლებიც მთავარ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ. თუკი ფორთოხლის წვენს დავაყოლებთ ცხიმისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე საკვებს, სასმელში არსებული ნივთიერებები მოახდენს ჟანგბადის აქტიური ფორმების და სხვა ანთებითი აგენტების ბლოკირებას.

  • მსუყე სადილის მირთმევის შემდეგ ცხიმების განვითრებაში ფორთოხლის წვენი დაგეხმარებათ, რომელიც ანტინმჟანგავების მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს ცხიმიან საკვებში შემავალი მავნე ნივთიერებების მოქმედებას და დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს - აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები. გარდა ამისა, ფორთოხლის წვენში შემავალ რადიკალებს ძალუძთ უჯრედისა და მოლეკულების დონეზე შეაჩერონ ორგანიზმში დაწყებული ანთებითი პროცესები.

  • ფორთოხლის მოყვარულებს არ უნდა ეშინოდეთ ოსტეოპოროზისა და პაროდონტოზის, რადგან კალციუმი, რომელსაც ის შეიცავს, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხოლო კალიუმი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, მაგნიუმი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
    ეთერზეთები, რომელსაც ფორთოხალი (უპირატესად კანი) შეიცავს, აძლიერებს საჭმლის მონელების პროცესს, წმენდს ორგანიზმსა და ებრძვის მავნე მიკრობებს.
    ამ ციტრუსის ნაყოფის მიღებას უზღუდავენ ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.