- ხეპილპილა
- თხაწართხალა
- დიოსკორეა
- გულყვითელა
- შავბალახა
ამ მცენარეებს უნდა დაუმატოთ და ნაწლავების სამკურნალო საშუალებები, რათა მოწესრიგდეს კუჭის მოქმედება და მასთან ერთად გაუმჯობესდეს მავნე ნივთიერებების გამოყოფა. ამისათვის საჭიროა: ოროვანდი, ბაბუაწვერას ფესვები, ღოლო ან როზმარინი.
კანის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ფორების საცობებისგან გასათავისუფლებლად იხმარეთ თბილი ჩაი დამზადებული ფარსმანდუკის, მრავალძარღვას, გულყვითელას, ჭიაფერასა და ენდრონიკისგან.
თუ შეინიშნება ცხიმოვანი ჯირკვლების ანთება, იხმარეთ ფარსმანდუკი და სალბი.
თირკმლიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფას ხელს უწყობს სიმინდის, ბაბუაწვერას ფოთლების, ჭინჭრისა და ენდრონიკას გამოყენება.
თუ აკნე გამოწვეულია ნერვული სტრესით, იხმარეთ გვირილა, მუზარადა ან ცოცხანა. ეფექტურია გვირილას, გულყვითელას, ბაღის დიდგულას ნაყენები. თუ მუწუკებმა დატოვეს სახეზე ნაწიბურები, გამოიყენეთ ალოე, გულყვითელა, ლავანდი, E ვიტამინიანი ზეთი.
სასურველია კვირაში ერთხელ ორთქლის აბაზანა, რომელიც გაასუფთავებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფორებს საცობებისგან; აბაზანისთვის გამოიყენეთ ბაღის დიდგულა, გვირილა, ლავანდი ან გულყვითელა.