რაც მთავარია, მას ნაზი, ხაჭოს შიგთავსი აქვს მომჟავო ვაშლთან კომბინაციით, ეს ყველაფერი კი არომატულ დარიჩინთან შერწყმით. გემოს სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
ინგრედიენტები
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 180 გ კარაქი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 5 კვერცხი
- 750 გ ხაჭო (2-9% ცხიმიანი)
- 3 ვაშლი (მოტკბო-მომჟავო ჯიშის)
- 4 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი
- 15 გ დარიჩინი
- მწიკვი მარილი
მომზადება
- ცომის მოსამზადებლად, მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ 1 კვერცხი ნახევარ ჭიქა შაქართან და დაუმატეთ რბილი კარაქი. კარგად მოურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. უნდა გამოვიდეს ქვიშისებრი მჭიდრო ცომი.
- გადადეთ ცომი ზეთწასმულ ფორმაზე და გაანაწილეთ. უნდა მიიღოთ საკმაოდ თხელი ფენა.
- ხაჭოს შიგთავსისთვის შეურიეთ ხაჭო, შაქარი, სახამებელი და კვერცხები. ჯამში კრემისმაგვარი მასა გამოგივათ, რომელიც ცომს უნდა მოასხათ.
- ახლა გადავდივართ ვაშლებზე. გათალეთ და დაჭერით თხლად. მოათავსეთ ნაჭრები ხაჭოს მასაზე.
- ვაშლს ძალიან უხდება დარიჩინი, ამიტომ მოაყარეთ ზემოდან ფხვნილი.
- შედგით ღვეზელი 180 გრადუსიან ღუმელში 60 წუთით. ღვეზელის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ჯოხი მშრალი უნდა ამოიღოთ, არ უნდა მიიწებოს კრემი.
- როცა ღვეზელი მზად იქნება, გააგრილეთ ფორმაშივე, რათა ხაჭოს შიგთავსი გამაგრდეს და ფორმა არ დაკარგოს.