» » » პარაზიტები ერთბაშად გაქრება ორგანიზმიდან, თუ ყოველ დილით ამ უბრალო საშუალებას მიიღებთ

პარაზიტები ერთბაშად გაქრება ორგანიზმიდან, თუ ყოველ დილით ამ უბრალო საშუალებას მიიღებთ

ბავშვობაში გვარწმუნებდნენ, რომ თუ გოგრას შევჭამდით, ჯანმრთელები და ძლიერები გავიზრდებოდით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მშობლები, ბებია და ბაბუა სავსებით მართლები იყვნენ.

რამდენ სასარგებლო თვისებას მალავს გოგრა! იგი არამხოლოდ წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.. გოგრა გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს მავნე მიკროორგანიზმებთან ერთად.

გოგრის სასარგებლო თვისებები
გოგრა სასარგებლო ბოსტნეულია. როცა მისი თვისებების შესახებ შეიტყობთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ მომზადების სურვილი. არსებობს უამრავი მარტივი და გემრიელი კერძი, რომლის მომზადებაც გოგრისგან შეგიძლიათ.

  1. გოგრა აწოდებს ორგანიზმს ვიტამინ C-სა და B ჯგუფის ვიტამინებს. ასევე, მასში დიდი რაოდენობით გვხვდება პექტინი, კალციუმი, კაროტინი, რკინა და სპილენძი.


  2. გოგრაში გვხვდება თუთიის მარილები და ვიტამინი E, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს.


  3. ამ პროდუქტს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.


  4. გოგრის დახმარებით შეგიძლიათ ებრძოლოთ ჭარბ წონას. მის 90%-ს წყალი შეადგენს. 100 გრამში - 23 კალორიაა.


  5. გოგრის წვენი დადებითად მოქმედებს კუჭზე მაღალი მჟავიანობის გასტრიტის დროს. დაუჯერებელია, თუმცა, ამ წვენს გაციების სამკურნალოდაც იყენებენ.


  6. ეს გემრიელი ბოსტნეული აძლიერებს იმუნიტეტს, ამიტომ მისი მიღება შემოდგომაზე აუცილებელიც კია.


  7. გოგრის წვენი ზრუნავს კბილის ემალზე და აძლიერებს მას. ნუ შეუშინდებით კარიესს, თუ ამ სასმელს მიირთმევთ ხოლმე.


  8. ნარინჯისფერი ბოსტნეულის მარცვლები გვაშორებს ჭიებსა და ნაწლავის სხვა პარაზიტებს. მიირთვით 100 გ მარცვლეული თაფლთან ერთად ღამით. დილით დალიეთ 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი.


  9. იმისათვის, რომ ეფექტურად გაიწმინდოთ ღვიძლი, მაგალითად, ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ, მიიღეთ გოგრა თაფლთან ერთად:
    აიღეთ მცირე ზომის გოგრა, მოაჭერით თავი, ამოაცალეთ მარცვლეული, ჩაასხით შიგნით თაფლი, მოურიეთ და დაახურეთ "თავსახური". ჭრილი დააცეთ ცომით. გოგრა დადგით ბნელ ადგილას, ტემპერატურა ოთახისაზე ოდნავ დაბალი უნდა იყოს.
    10 დღეში პრეპარატი მზადაა. მიირთვით იგი დღეში ორჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ 20 დღის მანძილზე.


  10. შესანიშნავი რეცეპტი ნაწლავების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად:
    აიღეთ წითელი 150-170 გ წითელი გოგრა. გააცალეთ კანი და მარცვლები. რბილობი დაჭერით კუბებად და შეწვით ტაფაზე. მიირთვით კერძი თაფლთან და თხილთან ერთად.


  11. უძილობისა და სტრესის მოსაცილებლად მიირთვით ძილის წინ გოგრის ნახარში თაფლთან ერთად.


  12. სამწუხაროდ, გოგრა აკრძალულია შაქრიანი დიაბეტის, წყლულისა და დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს.
პარაზიტების საწინააღმდეგო სმუზი გოგრისგან


ინგრედიენტები
  • 100 გ გოგრა
  • 0.5 ჭიქა წყალი
მომზადება და გამოყენება
  1. უმი გოგრა დაჭერით წვრილად. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში წყალთან ერთად.
  2. მიირთვით სმუზი ყოველ დილით, უზმოზე, 14 დღის განმავლობაში. პარაზიტები პირველივე კურსის შემდეგ გაქრება. ასევე, ეს კოქტეილი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებაში და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების რეგულირებაში.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.