» » » ამ კერძს ყოველდღე დიდი სიამოვნებით მივირთმევ მოხარშულ კვერცხთან ერთად - არასდროს მომბეზრდება

ამ კერძს ყოველდღე დიდი სიამოვნებით მივირთმევ მოხარშულ კვერცხთან ერთად - არასდროს მომბეზრდება

უგემრიელესი კოტლეტები ყოველთვის პირველ ადგილზე დგას: იქნება ეს სადა ვახშამი თუ სადღესასწაულო სუფრა - მთელი ყურადღება მათ მიეპყრობათ.



ხორციანი კოტლეტების საუკეთესო რეცეპტი რჩევების რედაქციისგან მოეწონებათ იმ დიასახლისებს, რომლებსაც მოსწონთ მკვეთრი, გემრიელი და ესთერიკური კულინარული ექსპერიმენტები. შიგთავსი სულ სხვადასხვაგვარია, თუმცა ჩვენ გთავაზობთ თითქმის კლასიკურ რეცეპტს ხახვითა და კვერცხით.

კოტლეტები კვერცხით
ინგრედიენტები
  1. 1 კგ ხორცის ფარში
  2. 6 კვერცხი
  3. 100გ ბატონი პური
  4. 150 გ ხახვი
  5. 200 მლ რძე
  6. მარილი, წიწაკა გემოვნებით
  7. მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება
  1. მოხარშეთ 4 ც კვერცხი, გაწმინდეთ და დაჭერით კუბებად. ხახვი წვრილად დაჭერით, შეწვით მცენარეულ ზეთზე და შეურიეთ კვერცხს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.


  2. ბატონი ჩაალბეთ რძეში, ოდნავ დაწურეთ და შეურიეთ ფარშს.


  3. იმისათვის, რომ კოტლეტებს ფორმა მისცეთ, შეურიეთ ფარშს ორი უმი კვერცხი, მოაყარეთ მარილი, შეაზავეთ საყვარელი სანელებლებით და მოურიეთ ხელებით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


  4. აიღეთ ცოტაოდენი ფარში, გამოძერწეთ კოტლეტები და ცენტრში მოათავსეთ კვერცხისა და ხახვის მასა. ფრთხილად შეახვიეთ შიგთავსი ფარშში, გაიყვანეთ და დადგით საცხობ ფორმაზე. ყველა კოტლეტს წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და გამოაცვეთ 40-45 წუთით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.


  5. მიირთვით წვნიანი კოტლეტები მწვანილთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ კერძად, ისე გარნირთან ერთადაც.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.