» » » ქათმის კოტლეტები კიევურად: ამაზე უფრო ნაზი კერძი გამოგსვლიათ?

ქათმის კოტლეტები კიევურად: ამაზე უფრო ნაზი კერძი გამოგსვლიათ?

ჩვენ ყველას გვიყვარს კოტლეტები, თუმცა ერთფეროვნებას გავურბივართ. ამიტომ გვიწევს, მოვიფიქროთ ახალი რეცეპტები, რათა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები ოდნავ მაინც გავაოცოთ. დღეს რჩევების რედაქციას აქვს თქვენთვის რაღაც განსაკუთრებული. გიზიარებთ გემრიელი ქათმის კოტლეტების რეცეპტს - ჩაინიშნეთ, რომ ისინი ძალიან გემრიელია!



როგორ მოვამზადოთ ქათმის კოტლეტები
ინგრედიენტები ფარშისთვის
  • 400 გ ქათმის ფილე
  • 150 გ ნაღების ყველი
  • კარაქი შესაწვავად
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
ინგრედიენტები საფანელისთვის
  • 4 ს.კ. საფანელი
  • 0.5 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ს.კ. პაპრიკა
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
  • 30 გ კარაქი
  • ახალი მწვანილის კონა
მომზადება
  1. გაატარეთ ფილე ხორცსაკეპში, დაუმატეთ ფარშს მდნარი ყველი, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ და მოამზადეთ ფარში. შემდეგ კარგად დანაყეთ იგი თასში ან მაგიდაზე, რათა ფარში სქელი გამოვიდეს.


  2. ცალკე თასში კარაქს შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში ან რეჰანი). დადეთ კარაქი საკვებ ცელოფანზე და შედგით საყინულეში 15 წუთით.


  3. ფარშისგან მოამზადეთ ბურთულები, შუაგულში ოდნავ ჩააღრმავეთ და ჩადეთ კარაქის პატარა ნაჭერი. გააბრტყელეთ და გამოძერწეთ კოტლეტები.


  4. საფანელისთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. ამოავლეთ კოტლეტები მასში და გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ ისევ ამოავლეთ. ამჯერად შებრაწეთ ისინი კარაქისა და მცენარეული ზეთის ცხელ ნარევში. შემწვარი კოტლეტები შედგით 10 წუთით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

კოტლეტები მზადაა, დატკბით ამ უნაზესი და უგემრიელესი კერძით. გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.