» » » ალერგიის სამკურნალო ძლიერი ხალხური საშუალებები

ალერგიის სამკურნალო ძლიერი ხალხური საშუალებები

ალერგია-ზემგრძნობელობა გარემო ფაქტორების მიმართ. ამ დაავადების გამომწვევს ალერგენს უწოდებენ. ალერგენები შეიძლება იყოს: ოთახის მტვერი, ცხოველის ბალანი, ბუმბული, ყვავილის მტვერი, პრეპარატები, სარეცხი საშუალებები, საღებავები, საკვები პროდუქტები, მწერების ნარჩენები, სიცივე, სიცხე და სხვა.
ალერგიის ავადმყოფური გამოვლინება ხდება ალერგენის მოქმედებიდან რამდენიმე წუთს, რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. მისი სიმპტომებია: სურდო, ხველა, სულისხუთვა, კანის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ჭინჭრის ციება და სხვა.

ნატუროპათიას ალერგიის მიზეზად მიაჩნია ორგანიზმში დაგროვილი შლაკები. მაგ: მარწყვისადმი ალერგია იმას ნიშნავს, რომ ეს კენკრა დაგროვილ შლაკებს აღიზიანებს და ვითარდება ალერგიული მდგომარეობა. ამიტომ ამ დაავადების სამკურნალოდ ყველაზე დიდ ეფექტს იძლევა ორგანიზმის გაწმენდის მეთოდები, როგორიცაა: შიმშილობა, დიეტები, სხვადასხვა სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები. თუ ავადმყოფი ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებს, მდგომარეობა შეუმსუბუქდება.
  • ადამიანი, რომელსაც ალერგია აქვს გართულებული, მან სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა რამდენიმე წელი სვას ორკბილას ნახარში ჩაისა და ყავის მაგივრად. ნახარში უნდა დაილიოს მოდუღებიდან 20 წუთის შემდეგ. ნახარში უნდა იყოს ოქროსფერი. თუ ის მღვრიე ან მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ ორკბილა უვარგისია. ნახარშის შენახვა არ შეიძლება.

  • 10 გ გულყვითელას ყვავილებს ასხამენ 1/2 ჭიქა მდუღარეს, ფუთავენ 1-2 საათით, შემდეგ წურავენ.
    მიიღება: 1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში.

  • 1 სუფრის კოვზ გვირილას ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ფუთავენ 20-30 წუთით.
    მიიღება: 1 სუფრის კოვზი 2-4-ჯერ დღეში.

  • 10 ცალ ახალ თეთრი კვერცხის ნაჭუჭს აცლიან შიგნითა აპკს, ათავსებენ 5 წუთით მდუღარეში, აშრობენ და ფქვავენ. შემდეგ ასხამენ 10 ცალ ლიმონოს წვენს და 10 დღით დგამენ ბნელ ადგილას. შემდეგ წურავენ და უმატებენ: 10 კვერცხის გულისგან და 10 სუფრის კოვზი შაქრისგან გაკეთებულ გოგლიმოგლს, 1 ბოთლ კონიაკს. ყველაფერს ურევენ ერთმანეთში.
    მიიღება: 30 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ავადმყოფის მდგომარეობა მალე უმჯობესდება. თუ საჭიროა იმეორებენ კურსს.

  • ალერგიის გამწვავების პერიოდში იღებენ 2-2 აბ გააქტიურებულ ნახშირს (იყიდება აფთიაქებში) დღეში 4-5-ჯერ. როდესაც ავადმყოფობა მიწყნარდება, დოზაც მცირდება.

  • ალერგიის სამკურნალო ძლიერ საშუალებად ითვლება მუმიე. ნამდვილი მუმიე იხსნება ნალექის გარეშე.
    1 გრ მუმიეს ხსნიან 1 ლ თბილ წყალში.
    მიიღება: მუმიეს ხსნარს ღებულობენ დღეში ერთხელ-დილით, აყოლებენ თბილ რძეს.
    დოზა ბავშვებისთვის: 1-3 წლამდე - 50 მლ. 4-7 წლამდე - 10 მლ. 8 წლისა და ზევით -100 მლ.
    მკურნალობის კურსი გრძელდება 20 დღე.

  • თუ ალერგია გართულებულია, მუმიეს ხსნარს ღებულობენ 2-3-ჯერ დღეში, მაგრამ დასაშვები დოზა დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.
    ავიცენას (980-1037) მიხედვით მკურნალობის 20 დღიანი კურსის ჩატარება საჭიროა გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ალერგიის მკურნალობის პერიოდში ავადმყოფი უნდა მოერიდოს ყველა იმ ალერგენს, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს.

  • ორგანიზმის რეაქციის შესაცვლელად რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაისა და ყავის ნაცვლად მიიღეთ ორკბილას ნაყენი.
    ნაყენი ჩაის მსგავსად უნდა მოამზადოთ. 20 გრამ ორკბილას დაასხით 400 გრამი მდუღარე წყალი და გააჩერეთ, გაწურეთ და მიირთვით. სასურველია, იგი ყოველი დალევის წინ დავაყენოთ. ნაყენი ოქროს ფერი უნდა იყოს. მღვრიე და მწვანე ფერის ორკბილას ნაყენი ძველია და შეიძლება მოგწამლოთ. სჯობს ორკბილა თავად შეაგროვოთ და ბნელ ადგილას გაახმოთ.

  • მიიღეთ ნიახურის ფესვებისა და ფოთლების წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჩაის კოვზით, ერთი თვის განმავლობაში.

  • ერთი სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთლები ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 4-5-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი არყის ხის და სალბის ფოთლები, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი კალენდულა და გვირილა. შეურიეთ ერთმანეთს. ნარევის სადილის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე. დატოვეთ რამდენიმე წუთი, გაწურეთ. დალიეთ ეს ჩაი დღეში 2-3-ჯერ თბილ მდგომარეობაში. უზმოზე ან ჭამის წინ, შეიძლება თაფლთან ერთადაც. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.

  • ძლიერ სურდოვანი ალერგიის დროს უნდა გამოიყენოთ იორდასალამის ქერქისა და ფესვის ფხვნილი. დღიური დოზა არის 10-12 გრამი. ფხვნილი აუცილებელია მივიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. პრეპარატის რაოდენობის სიზუსტის დაცვა აუცილებელია. დოზების ცვლა დაუშვებელია. ბავშვებისათვის დოზა 6 გრამია დღეში. ალერგიული სურდოს დროს თუ ბავშვებისათვის ძნელია ფხვნილის მიღება, შეურიეთ მურაბას და ისე მიეცით ავადმყოფს.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.