» » » ალერგია ყოველ წელიწადს მახსენებს თავს. უკვე ვიცი, როგორ დავძლიო იგი მარტივი საშუალებებით

ალერგია ყოველ წელიწადს მახსენებს თავს. უკვე ვიცი, როგორ დავძლიო იგი მარტივი საშუალებებით

ალერგია ყოველ წელიწადს მახსენებს თავს. უკვე ვიცი, როგორ დავძლიო იგი. ბოლო ხანს ყველაზე მეტად ალერგიული გამონაყარი მაწუხებდა, ახლა მისი მოთვინიერებაც ვისწავლე.

  • აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი ( 200-300 გრამი) და დაასხით 10 მლ წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (36-37 გრადუსზე). აბაზანები უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი დაახლოებით 10-12 პროცედურაა, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

    ყაბაყი ალერგიას ათვინიერებს
    ზაფხული ყაბაყის დროა. ეს ყველაზე უპრეტენზიო ბოსტნეულია, რომელსაც ადამიანისთვის საკმაოდ დიდი სარგებლობა მოაქვს. ყაბაყისგენ ბევრი გემრიელი კერძი მზადდება - ეს ყველამ იცი, მაგრამ ცოტა თუ იცნობს მის სამკურნალო თვისებებს. ყაბაყის ყვავილების ნაყენი ძლიერ სასარგებლოა ალერგიული რეაქციების დროს, ოღონდ კი არ უნდა დაკრიფოთ, არამედ ჩამოცვენილი მოაგროვოთ.

  • აიღეთ დაახლოებით 8-10 ასეთი ყვავილი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და სვით ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში, საკვების მიღებისგან თავისუფალ პერიოდებში.
    ნაყენი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ალერგია წლების მანძილზე ტანჯავს. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შეგიძლიათ უმკურნალოთ კანზე არსებულ პატარ-პატარა ტრავმებსა და ჭრილობებს. თუ მას დალევთ და ხელებზეც გადაივლებთ, ჭრილობები სწრაფად შეხორცდება.

    მედიკამენტების ალერგიას ასე უშველით
    ყველამ იცის, რომ როგორც ნატურალური, ისე სინთეზური სამკურნალო საშუალებები შესაძლოა ძლიერი მედიკამენტური ალერგიის მიზეზად იქცეს. ასეთი ალერგიის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტები:

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი და ორკბილა. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე. დადგით მთელი ღამით, მერე კი გაწურეთ, უკვე გაწურულს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე მუქი ფერის თაფლი, სასურველია წაბლისა. სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თან ყოველი ჭამის შემდეგ ენაზე დაიყარეთ ცოტაოდენი (დანის წვერით) დაფქული კვერცხის ნაჭუჭი (უმჯობესია, სოფლის ქათმისა იყოს). ასე გააგრძელეთ, ვიდრე ალერგიისთვის დამახასიათებელი გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება არ გაგივლით.

  • შაქრის ნატეხს დააწვეთეთ 5 წვეთი დაფნის ზეთი და მოწუწნეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჭამის შემდეგ კი დალიეთ 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 1 ჩაის კოვზი კალიუმის ქლორიდი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.