» » » სახლის აფთიაქში აუცილებლად უნდა გქონდეთ შემდეგი სამკურნალო საშუალებები...

სახლის აფთიაქში აუცილებლად უნდა გქონდეთ შემდეგი სამკურნალო საშუალებები...

სახლში თქვენს განკარგულებაში ყოველთვის უნდა იყოს შემდეგი სამკურნალო საშუალებები:

  • თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები, ასპირინი, ანალგეტიკები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებები, მათ შორის, ნო-შპა.

  • თვალების მოსაბანი საშუალებები.

  • საგულე წვეთები, ან აბები: ვალიდოლი, ვალიდოლი კაფსულებში (ის გაცილებით სწრაფად მოქმედებს, მათ შორის მოგიხსნით სისხლძარღვთა სპაზმს, რომელიც გამოიხატება ძლიერი თავის ტკივილით), სხვა საგულე საშუალებები, მათ შორის - ნიგროგლიცერინი.

  • სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები, მაგალითად, წყალბადის ზეჟანგი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილობის გამოსარეცხად.

  • სპირტი, ან მადეზინფიცირებელი საშუალებების სპირტხსნარები.

  • ხველის საწინააღმდეგო საშუალებები.

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებელი საშუალებები, ასევე, კუჭის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები.

  • ბინტი და ბამბა.

  • სპაზმის მომხსნელი მალამოები.

  • განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოთ არმათერაპიას, ანუ სხვადასხვა არომატულ ზეთებს, რომლებსაც მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი აქვთ.

სახლის აფთიაქში აუცილებლად უნდა გქონდეთ მრავალფეროვანი ბალახები, ანუ სამკურნალო და პროფილაქტიკური ნატურალური საშუალებები, რომლებიც ფიტოთერაპიას განეკუთვნებიან. არომატული ზეთების მსგავსად, ბალახების პრეპარატები, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ბუნება გვჩუქნის, ქიმიური სინთეზირებული სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, ხშირად, უფრო ეფექტურია.

გარდა ამისა, ბუნებრივ საშუალებებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ, რომ გვერდითი მოვლენები არ აქვთ და თუ აქვთ, მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
იგივე შეიძლება ითქვას არომატულ ზეთებთან მიმართებით. ზეთებს გააჩნიათ სწრაფი, დადებითი მოქმედება, მაგრამ არ იწვევენ გვერდით მოვლენებს და არ შლიან დაავადების სურათს, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რომელსაც დასახმარებლად მიმართავთ.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი თან უნდა იქონიოთ სამსახურში, სტუმრად ყოფნისას, მოგზაურობისას. ამ ელემენტარულ წესების დაცვის გარეშე, თქვენ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ - ვერ დაეხმარებით საკუთარ თავს და ვერ აღმოუჩენთ დახმარებას სხვას.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.