პროლაფსის წარმოშობის მიზეზი არის მშობიარობის დროს მაშებით ჩარევა, მოყვება მყესების დასუსტება და დაზიანება. მყესები შეიძლება დასუსტდეს რამოდენიმე ბავშვის დაბადებისას, ჩახევებით. ნორმალური მშობიარობის დროსაც ვაგინა ფართოვდება და სუსტი ადგილები წარმოიშვება.
სიმძიმე ქვედა მუცლის ორგანოებს აწვება და გარკვეულ ვითარებაში პროლაფსი შეიძლება განვითარდეს. პროლაფსის რისკს ზრდის კუჭის ქრონიკული შეკრულობა, ძლიერი ხველა, ზედმეტი წონა.
მისი სიმპტომებია:
- სიმძიმის შეგრძნება ქვედა მუცელში;
- შარდის შეუკავებლობა;
- ტკივილები სქესობრივი აქტის დროს;
- წელის ტკივილი;
- სიძნელეები შარდვის დროს;
- ხშირი შარდვის მოთხოვნილება;
- კუჭის მოქმედების დროს უსიამოვნო შეგრძნება;
- ხშირი ინფექციები საშარდე გზებში;
- გამონადენი.
თვითდახმარება პროლაფსის დროს. - თუ შორსწასული შემთხვევა არ არის, გიშველით ვარჯიშები კუნთების გასამაგრებლად.
- მაშინვე მიმართეთ ექიმს, რათა ოპერაცია არ დაგჭირდეთ. ოპერაციამ შეიძლება საშვილოსნო დაგიზიანოთ.
- კუნთების გასამაგრებლად ყოველდღე 30 წუთი ცივი საჯდომი აბაზანა, ჩაჯექით ტაშტში;
- ერიდეთ ვიწრო ტანსაცმელს;
- დაიკელით წონაში;
- იმოძრავეთ, ნაკლებად იდექით ფეხზე.
- თუ უკეთესობა არ გაქვთ, მიმართეთ ექიმს ოპერაციამდე სპირალის მისამაგრებლად.
პროლაფსის დროს მიიღეთ შინაგანად შემდეგი მცენარეები:
მარმუჭი, წყლის შროშანი, სალბი, ჟოლო - საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვის უნარის გასაძლიერებლად.
მენოპაუზის შემდეგ ესტროგენების ნაკლებობა იწვევს მენჯის მყესების ატროფიას, რასაც შეუძლია საშვილოსნოს გამოვარდნა განავითაროს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ესტროგენების შემცველი მცენარეების - სალბი, სვია, გულყვითელა და კოჭას - ნაყენის მიღება.
ადგილობრივ, ვაგინაში გამოსავლებად გამოიყენეთ შვიტას, დაფნისა და სალბის ნარევის ნაყენი, იგი გააუმჯობესებს საშოს ტონუსს, არჩენს მტკივნეულ ადგილებს და იცავს ინფექციებისგან.