» » » 4 არაჩვეულებრივი რეცეპტი, რომელსაც ხალხური მედიცინა ენდომეტრიტის სამკურნალოდ გირჩევთ...

4 არაჩვეულებრივი რეცეპტი, რომელსაც ხალხური მედიცინა ენდომეტრიტის სამკურნალოდ გირჩევთ...

ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც ვითარდება საშვილოსნოში ინფექციის მოხვედრის დროს, ან სისხლით და ლიმფით. ენდომეტრიტი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მძიმე, ისე ქრონიკულ ფორმაში.
მძიმე ენდომეტრიტის სიმპტომებია: მუცლის ქვევით ტკივილები, ჩირქიანი გამონადები საშვილოსნოსდან, მაღალი სიცხე.
ქრონიკული ენდომეტრიტის სიმპტომები: ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი და ტკივილები.
ამ დაავადების მკურნალობაში მოგეხმარებათ ხალხური რეცეპტები.

რეცეპტი 1
100 მლ არაყში ჩავყაროთ 20 გრამი დაქუცმაცებული კოწახური, დავაყენოთ ბნელ ადგილას 2 კვირით, რეგულარულად ვაჯანჯღაროთ.
2 კვირაში ნაყენი გავფილტროთ, ნარჩენი გავწუროთ, შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.
მივიღოთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, 25-30 წვეთი, თან ცოტა წყალი მივაყოლოთ. ნაყენი უნდა ვსვათ 2 კვირის განმავლობაში.
ყურადღება! ამ ნაყენის მიღება აკრძალულია კლიმატური სისხლდენების და ორსულობის დროს.

რეცეპტი 2
1 სუფრის კოვზი გამხმარი დაქუცმაცებული მრავალძარღვას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. სითხე შევფუთოთ და დავაყენოთ 2 საათით.
ნაყენი გავფილტროთ და მივიღოთ 4-ჯერ დღეში ჭამის წინ, 1 სუფრის კოვზი.

რეცეპტი 3
1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული კორობელას ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით. ნახარში გავფილტროთ, დავლიოთ დღეში 3-ჯერ, ჭიქის 1/4.

რეცეპტი 4
შევურიოთ კარგად დაჭრილი - 1 ნაწილი ფარსმანდუკის ყვავილი და 4 ნაწილი მწარე ავშანი.
1 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 15 წუთით. როდესაც სითხე გაცივდება, გავფილტროთ. მივიღოთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1/4 ჭიქა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.