» » » როგორი მოვლა სჭირდება ოთახის ულამაზეს მცენარეს - ბეგონიას...

როგორი მოვლა სჭირდება ოთახის ულამაზეს მცენარეს - ბეგონიას...

ოთახის ყველა მცენარე თესლით ან გადარგვის საშუალებით მრავლდება. მცენარეებისათვის მიწა ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს. ქალაქის პირობებში ასეთი მიწის შეძენა შეიძლება ყვავილების მაღაზიებში, ხოლო სოფლად დიასახლისები ძირითადად იყენებენ ნაკელს და ქიმიურ სასუქებს. როგორც ყვავილების, ისე ხეხილისა და სხვა ნერგების გადარგვისათვის საუკეთესო დროდ გაზაფხულია მიჩნეული. ოთახის ყველა სახის მცენარე სითბოს მოყვარულია, ამიტომ გაზაფხულიდან ისინი უნდა გავიტანოთ ჰაერზე, მაგრამ ვიდრე დღეში რამდენიმე საათით აივანზე დავდგათ. პირველ დღეებში ყვავილის ქოთნები ჩრდილში დავდგათ, შემდეგ თანდათანობით შევაჩვიოთ მზესა და ნიავს.
ოთახის მრავალი სახის მცენარეთა შორის დღეს შევეხებით ბეგონიას და მისი მოვლის წესებს.



ბეგონია წარმოადგენს ოთახის მეტად ლამაზ მცენარეს, აქვს მოგრძო ფორმის მოხდენილად აჭრელებული ფოთლები. ფოთოლში არ არის დაცული სიმეტრია, მისი ერთი მხარე განსხვავდება მეორისგან. ზოგჯერ ერტი ფოთლის ფერები შესამჩნევად განსხვავდება მეორე ფოთლის ფერებისაგან.
არსებობს მრავალი სახის ბეგონია, მათ შორის ულამაზესია ბათუმის მონაცრისფროფოთლებიანი ბეგონია. ზოგ მათგანს რუხი ფერის ფოთლები აქვს წითელი და ვარდისფერი ზოლებით. ბათუმის ჯიშის ბეგონიას ფოთლების ზედაპირი ხორკლიანი და ოდნავ ბუსუსიანი აქვს. ფოთლების ნაპირები კი - წვრილკბილანებიანი.
ბეგონიას, გარდა ლამაზი ფოთლებისა, წვრილი ყვავილებიც აქვს. მისი გადარგვა-გარავლება ხდება კარტოფილისმაგვარი ტუბერების საშუალებით.
ამ მცენარისათვის საჭიროა ფხვიერი შავი მიწა. ბეგონია წყლის მოყვარული მცენარეა. მისი მორწყვა ზაფხულის პერიოდში თითქმის ყოველდღიურად არის საჭირო, ზამთარში კი - დღეგამოშვებით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.