» » » ქალური ბედნიერების საიდუმლო: თქვენი ლილიები 1 თვეში აყვავდება!

ქალური ბედნიერების საიდუმლო: თქვენი ლილიები 1 თვეში აყვავდება!

ითვლება, რომ თითოეული მცენარე რაღაცის სიმბოლოა და განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს. ადამიანებს სჯერათ, რომ სახლში კონკრეტული მცენარის მოტანით მიიზიდავენ იღბალს, ბედნიერებასა თუ სიმდიდრეს. მშვიდობის ლილიებსაც(სპატიფილუმი) მიაწერენ ხოლმე გავლენას მფლობელის ცხოვრებაზე. ტყუილად კი არ უწოდებენ მცენარეს "ქალურ ბედნიერებას". ამბობენ, რომ იგი ყველაზე მეტად უხდება ქალბატონებს და მათ ცხოვრებაში კეთილდღეობასა და სიყვარულს მოიზიდავს.



გასათხოვარ გოგონებს იგი ეხმარება საქმროს მოზიდვასა და ოჯახის შექმნაში, გათხოვილებს კი - ოჯახური ურთიერთობების დალაგებასა და ბავშვის შეძენაში. ეს მხოლოდ ცრურწმენაა, ჩვენ ხომ უფრო მიწიერ რაღაცებზე ვსაუბრობთ: როგორ უნდა მოვუაროთ სპატიფილუმს საშინაო პირობებში, რათა მან თავისი ნაზი ყვავილებით გაგახაროთ?

ყვავილი სპატიფილუმი
ეს მშვიდობის ლილიები ოთახის მცენარეების მოყვარულებსა და გამოცდილ ფლორისტებსაც კი უყვართ. დიდი ფოთლები და უჩვეულოდ ნაზი ყვავილი, თითქოს საბანში გახვეული, - აი, რატომ მოსწონთ ეს მცენარე ასე. ამასთან, იგი მოვლისას საკმაოდ უპრეტენზიოა, თუმცა, მაინც, უნდა იცოდეთ ზოგიერთი თავისებურება.

5 მნიშვნელოვანი მომენტი მოვლისას


  1. მორწყვა და ტენიანობა
    მცენარეს მუდმივი მორწყვა სჭირდება. გაზაფხულსა და ზაფხულს უნდა მორწყოთ ხშირად, შემოდგომასა და ზამთარში კი - ზომიერად. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ჩამომჭკნარი ფოთლები მეტყველებს, რომ მცენარეს არ ჰყოფნის ტენიანობა. თუმცა, ნუ გადაასხამთ ერთბაშად ბევრ წყალს - ფესვთა სისტემა ხომ დაჭკნება.

    მნიშვნელოვანია, რომ ყვავილის ირგვლივ მომატებული ტენიანობა იყოს. ამისათხის, ბუჩქს წყალი უნდა შეაშხეფოთ დღეში ორჯერ. შეგიძლიათ, ყვავილის გვერდით დადგათ წყლით სავსე ჭურჭელი. სიტუაციას გადაარჩენს პადონიც სველი ხავსით ან ქვიშით. ტენიანი კლიმატი სპატიფილუმის ჯანმრთელობის წყაროა.


  2. განათება და ტემპერატურა
    მცენარე იდეალურად გრძნობს თავს 20-25 გრადუსზე. გადარჩება უფრო დაბალ ტემპერატურაზეც, თუმცა დიდი ალბათობაა დაავადებისა. თუ ყვევაილი ზრდას აჩერებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა ძალიან დაბალია და იგი უფრო თბილ ადგილას უნდა გადადგათ.

    სპატიფილუმს უყვარს მზე და შესანიშნავად გრძნობს თავს კარგად განათებულ ადგილებში. არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები და ორპირი ქარი. კარგად გრძნობს თავს მცენარე ბნელ ადგილებშიც, თუმცა, თუ ფოთლები ცვენას იწყებს, გადადგით ყვავილი მზიან ადგილზე.



  3. ნიადაგი
    ველურ ბუნებაში ბუჩქი ცხოვრობს ნიადაგზე, რომელიც შედგება ჩამოცვენილი ფოთლებისა და გამხმარი ტოტებისგან. იმისათვის, რომ მცენარემ კომფორტულად იგრძნოს თავი საშინაო პირობებში, გააკეთეთ ტორფის, ქერქებისა და ბაღის მიწის ნარევი. სუბსტრატად შეგიძლიათ სხვაც გამოიყენოთ, თუმცა, აუცილებლად თავისუფალი უნდა იყოს. მძიმე ნიადაგში შესაძლოა წყლის შეკავება, რაც მცენარეს დაღუპავს.



  4. სასუქი
    მუდმივი მორწყვის გარდა, მცენარეს მუმდმივი სასუქიც სჭირდება. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, მცენარეს კვირაში ერთხელ "კვებავენ". დანარჩენ დროს - კვირაში 2-3ჯერ. ხშირად, სასუქის არასებობა მთავარი მიზეზია იმისა, რომ მცენარე მეორედ აღარ ყვავის. ასე, რომ არ დაგავიწყდეთ სასუქზეც, ბუჩქი კი თვალს გაახარებს ულამაზესი ყვავილებით.



  5. გადარგვა
    ნორმაში, სპატიფილუმი მუდმივად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს სულ უფრო დიდ ქოთანში უნდა გადარგოთ. სასურველია, ამისთვის 2 წილი ხიანი ნიადაგი და თითო ტორფის, ფოთლებიანი, ბაღის მიწა და სილა გამოიყენოთ. თუ ნიადაგს ოდნავ აგურის ფხვნილს ან დანაყულ ნახშირს მოაყრით. მცენარე აუცილებლად გადაგიხდით მადლობას.
    გადარგვის შემდეგ, მცენარე ცოტახნით უნდა მოათავსოთ ბნელ, გრილ ადგილას. სანამ ახალი ფოთლები არ გაჩნდება, მორწყეთ იგი ზომიერად და არ გამოკვებოთ.
სულ ეს იყო, რაც ამ ნაზ მცენარეზე უნდა გცოდნოდათ. თუ ყვავილები გიყვართ, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვს მშვიდობის ლილია, დაფიქრდით მის შეძენასა და მოშენებაზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.