» » » როგორ გავახაროთ და მოვუაროთ გეორგინებს რომ გაგილამაზოთ შემოდგომის ბაღი

როგორ გავახაროთ და მოვუაროთ გეორგინებს რომ გაგილამაზოთ შემოდგომის ბაღი

გეორგინა (სხვაგვარად დალია) ტრადიციულად აუცილებელია ყვავილნარისთვის. ეს ყვავილი საოცრად აფერადებს და ალამაზებს შემოდგომის ბაღს.

გზა წარმატებისკენ

  • დაიწყეთ მათზე ზრუნვა შესაფერის დროს, არც ძალიან ადრე, არც ძალიან გვიან.
  • კარგად შეინახეთ ბოლქვები და გაუკეთეთ ეტიკეტები (შესაძლოა ფერების და სიმაღლის მიხედვით).
  • საგულდაგულოდ მოამზადეთ ნიადაგი.

გავახაროთ გეორგინები დაყოფით

ამ მეთოდით გამოყვანილი გეორგინები უფრო გამძლეა, თითქმის რეგენირერებული და ამ დროს გარკვეული რაოდენობის ნერგებიც მიიღება.
  1. ჩაალაგეთ ბოლქვები პატარა ყუთში
    (შესაძლოა, თევზის ყუთი, პოლიეთილენის, რომელსაც დახვრეტთ წინასწარ) მარტის ბოლოს. მოათავსეთ თბილ და მზიან ადგილას.

  2. მორწყეთ ზომიერად.
    ორ კვირაში ბოლქვებზე გამოჩნდება ნორჩი ამონაყარები.

  3. კარგად გალესილი დანით ან სამართებლით ჩამოჭერით ბოლქვიანი ღეროები (თითო ღერო თითო ბოლქვით). შემდეგ მოაყარეთ ნახშირი (შეშის წვით მიღებული), ამით თავიდან აიცილებთ ლპობას.

  4. ცალ-ცალკე დარგეთ თითოეული ამონაყარი.
    მაღალი გეორგინებისთვის არ დაგავიწყდეთ საყრდენი ჯოხის შედგმა. ამგვარად ბოლქვი არ დაზიანდება ორი თვის შემდეგ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.