» » » გააფორმეთ თქვენი ეზო მხატვრების შეუცვლელი ფერადი პალიტრით

გააფორმეთ თქვენი ეზო მხატვრების შეუცვლელი ფერადი პალიტრით

ალბათ იცანით მხატვრებისთვის შეუცვლელი პალიტრა, თუმცა ორიგინალური ზომებისგან განსხვავებით იგი გაცილებით დიდია, ხოლო ფერების შესაზავებელი ჩაღრმავებების ადგილას სასურველი ზომის ხვრელებია გაკეთებული, რათა შიგ თავისუფლად მოთავსდეს ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ზომის ქოთნები ან ერთჯერადი ჭიქები.
მსგავსი პალიტრის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ფირფიცარი, ხერხი, ქლიბი, ელექტრო ბურღი, ელექტრო ან ხელის ხერხი, წებო, ლაქი, გამხსნელი, ფუნჯი და ქოთნები ან ერთჯერადი ჭიქები.

ფარგლით შემოხაზეთ ორი ზომის წრედა ელექტრო ან კარგად გალესილი, წვრილპირიანი ხერხით შემოხერხეთ. დიდ წრეს ცენტრში დააწებეთ პატარა წრე და დაელოდეთ წებოს სრულ შრობას. წინასწარ განსაზღვრეთ საყვავილე ქოთნების ან ერთჯერადი ჭიქების ჩადგმის წერტილები, ფანქრით შემოხაზეთ წრეები და თითოეული ხერხით ამოჭერით. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ნახელავი გაასუფთავეთ ხის ფქვილისგან.



პალისტრას უკან მხარეს გაუკეთეთ დასადგამი ფეხი და სურვილისამებრ გადაუსვით 2-3 პირი ლაქი. დაელოდეთ სრულ შრობას, ჩარგეთ მცენარეები საყვავილე ქოთნებში ან ერთჯერად ჭიქებში და მოათავსეთ პალიტრის სიცარიელეებში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.