» » » როგორ შევინახოთ და მოვუაროთ ბოლქვებს, მრავალი წლის განმავლობაში რომ იყვავილონ

როგორ შევინახოთ და მოვუაროთ ბოლქვებს, მრავალი წლის განმავლობაში რომ იყვავილონ

გაზაფხულის ბოლქვები შეუდარებელია, ისინი განსხვავდება სხვა სეზონის ბოლქვებისაგან. მართალია, ბოლქვები ძვირი ღირს, მაგრამ თუ სწორად დავიცავთ შენახვის წესებს, შევძლებთ მათ შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში. რითაც დავზოგავთ ყოველწლიური შეძენისთვის გამოყოფილ თანხას.
როგორ შევინახოთ და მოვუაროთ ბოლქვებს, მრავალი წლის განმავლობაში რომ იყვავილონ
სწორად უნდა ვიმოქმედოთ მომენტის შესაბამისად. ამით დავიცავთ მცენარის სასიცოცხლო ციკლს.
არ დაგენანოთ გადასაყრელად სუსტი და ლპობაშეპარული ბოლქვები.

რა უნდა მოვიმოქმედოთ ყვავილობის შემდეგ?
აუცილებელი არ არის, რომ ყველა ბოლქვი ამოვიღოთ. ზოგიერთი მათგანი მრავალი წლის მანძილზე უვნებლად რჩება მიწაში. მაგრამ არის ისეთი ბოლქვებიც, რომელთა ამოღება აუცილებელია. ისინი ვერ იტანენ ზამთრის ნესტს, ან შეიძლება ვერ განვითარდნენ ძირითადი ბოლქვის ირგვლივ განლაგებული ბოლქვაკების გამო. ამიტომ ეს ბოლქვაკები უნდა დავაცალკევოთ და დავრგოთ ბაღის განცალკევებულ კიდეში შემოდგომაზე (მეორე წელს ისინი არ მოგვცემენ ყვავილებს). დავტოვოთ გამსხვილებამდე და სამი-ოთხი წლის შემდეგ გადავრგოთ მასივში.

როგორც მოვიქცეთ, შენიშვნები...
ბოტანიკური ტიტა - არ ამოიღოთ - დიდი ხანი სჭირდება მოსამარაგებლად.

ბაღის ტიტა - ამოიღეთ -Fosteriana-ს ჯგუფის ტიტები შეიძლება დავტოვოთ მიწაში, თუ ნიადაგი ტენიანი არ არის.

სუმბული - დატოვეთ მიწაში - მომდევნო ყვავილობა აღარ იქნება ისეთივე უხვი, როგორც ყიდვის პირველ წელს, მაგრამ იქნება ძალიან ლამაზი და ბუნებრივი.

ბოტანიკური ნარგიზი - არ ამოიღოთ - ამოიღეთ მიწიდან, თუ უხვად იზრდება, ან თუ გინდათ გარშემო სხვა ნარგიზების დარგვა.

ბაღის ნარგიზი - ამოიღეთ და შეინახეთ - სელექციური თვალსაზრისით, რაც უფრო "გამოყვანილია" ნარგიზი ( უჩვეულო ფერები, ყვავილი ორმაგი ან სამმაგი ფოთლებით, იშვიათი ფორმა), მით ნაკლებ ხანს რჩება ღია ცის ქვეშ, მიწაში.

შროშანი - დატოვეთ თავის ადგილზე ან ამოიღეთ - ამოღება საშუალებას იძლევა, მოვაშოროთ ბოლქვაკები. ზოგს ყვავილის უბეში უჩნდება ბოლქვაკები.

საიმპერატორო შროშანი - დატოვეთ თავის ადგილზე - ძალიან ჭირვეული ბოლქვია, ადრევე ქრება, როდესაც კარგად ვერ არის, უყვარს ქვიშნარი ნიადაგი.

პატარა ბოლქვები (ზაფრანა, ენძელა, ცისთვალა, პატარა ზამბახი) - დატოვეთ თავის ადგილზე - მონიშნეთ მათი ადგილმდებარეობა, ვინაიდან ფოთლები ძალიან მალე ქრება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.