ჩემი აზრით - უნდა ვეცადოთ დავამუხრუჭოთ დაბერების პროცესი. როცა ჩემი კატარაქტის მკურნალობა გადავწყვიტე, ისეთი მეთოდი ავირჩიე, რომელიც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით იწყებოდა. ორგანიზმის მოღონიერების მიზნით კატარაქტის დროს 3 თვის მანძილზე სასურველია თირკმლის ჩაის და სალბის ნაყენის დალევა. ყოველთვის ვჭამოთ ახლად მომზადებული საკვები და არა მეორე დღეს გაცხელებული. 16 საათიდან ვსვათ ვაშლის კანის ნაყენი ნებისმიერი რაოდენობით.
- მუმიო და ხახვის წვენი. ხახვის წვენმა კონიუნქტივი რომ არ აგვიწვას, საჭიროა განვაზაოთ თბილი ანადუღარი წყლით (1:2 პროპორციით).
- 1 ჩ/კ ნარევს დაუმატოთ ბრინჯის მარცვლის ოდენა მუმიო. ჩავიწვეთოთ 1 წვ თითო თვალში 3-ჯერ დღეში 2 კვირის მანძილზე.
მკურნალობის კურსი შეიძლება ყოველ თვეში გავიმეოროთ. - კლდისდუმას ნაყენი თვალების გამოსარეცხად: 4 ს/კ მცენარის ფოთლებს დავასხათ 3 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 4 სთ, გავფილტროთ და ჩავიწვეთოთ თვალებში 2 წვ დღეში 2-ჯერ.
- თირკმლის ფიტოჩაი: 15 გრ მინდვრის შვიტა, 10 გრ ჭინჭრის ფოთლები 8 გრ ჩვეულებრივი მატიტელა, 6 გრ კრაზანა. აღნიშნული ნარევი საკმარისია 3 კვირისთვის.
- სალბის ნაყენი: 1 ჩ/კ ბალახს დავასხათ 1,5 ლ წყალი და ვადუღოთ 3 წთ.
- ზაფხულობით ვსვამ მარწყვის, ჭინჭრის და კრაზანის ფოთლებისგან დაყენებულ ჩაის. ასეთმა კოპლექსურმა მიდგომამ თავისი შედეგი გამოიღო - კატარაქტა დასაწყის სტადიაში დავამარცხე. თქვენც იგივეს გისურვებთ.
სპეციალისტის კომენტარი:
მუმიო, ხახვი, ალოე და თაფლი ხასიათდება ანტისკლეროზული და გამწოვი მოქმედებით. ამიტომ ეფექტურია მათი გამოყენება კატარაქტის ადრეულ სტადიაზე.
კლდისდუმას მრავალი სახეობა არსებობს, გარეგანი მოხმარების მიზნით მისი ნებისმიერი სახეობა გამოდგება. მცენარე აქვს მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს აგრეთვე ჭრილობის შეხორცებას. კლდისდუმას ფოთლები ასკორბინის მჟავას შეიცავს.
თირკმლის ფიტოჩაი ხელს უწყობს თირკმლების გაწმენდას, ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას და სკლეროზული პროცესების განვითარების შეფერხებას, მათ შორის თვალის ქსოვილებში. ვაშლის კანის ნაყენი ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით, მაღლა წევს იმუნიტეტს.