» » » ფუტკრის ნაწარმი კურნავს გინეკოლოგიურ დაავადებებს...

ფუტკრის ნაწარმი კურნავს გინეკოლოგიურ დაავადებებს...

ბოლო წლებში სამედიცინო მეცნიერება უფრო დიდ დროს უთმობს ფუტკრის ნაწარმის სამკურნალო თვისებების კვლევას. ფუტკრის ნაწარმს მიეკუთვნება: თაფლი, პროპოლისი, ფუტკრის შხამი, ყვავილის მტვერი.
ფუტკრის ნაწარმი მრავალფუნქიციურია, ის არეგულურებს და აღადგენს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციებს: ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ენდოკრინულ სისტემას და სასქესოს.
ქალების სასქესო პრობლემები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ამ ორგანოთა სისტემებთან.
ფუტკრის ნაწარმის საკვებ რაციონში დამატება ხელს უწყობს, ქალის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას თვიურის დროს, ასევე: ორსულობის, მშობიარობის, ლაქტაციის და კლიმაქსის დროს.

გინეკოლოგიურ პრაქტიკაში შეიძლევა გამოვყოთ დაავადებების 4 ჯგუფი, რომლის დროსაც სასარგებლოა ფუტკრის ნაწარმის პროდუქტების მიღება.
  1. ყველაზე ხშირად გვხვდება ჯგუფი, რომელიც დაკავაშირებულია სასქესო ორგანოს ანთებითი დაავადებები.

  2. იშვიათად გვხვდება ქალებში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა.

  3. მესამე ჯგუფში შედიან სიმსვნიანი დაავადებები.

  4. ცალკე დგას ორსულების და ძუძუთი მკვებავი დედებუს ჯგუფი.

ფუტკრის ნაწარმი ანთებითის დროს

ანთებითი პროცესები შეიძლება გავყოთ 2 ჯგუფად.

  1. გარეთა სასქესო ორგანოების ანთება: ვულვიტი, კოლპიტი, ცერვიციტი.

  2. შიგნითა სასაქესო ორგანოების ანთება: საშვილოსნო, საკვერცხეები, მუცლის ღრუ.

პროპოლისი ადნექსიტის წინააღმდეგ

რეცეპტი 1
ავიღოთ პროპოლისის 10%-იანი სპირტის ექსტრაქტი, შერეული გულყვითელას 20%-იანი ნაყენთან. 1 სუფრის კოვზი ნარევი გავხსნათ 0,5 ლიტრი თბილ ანადუღარ წყალში. ნახარშს იყენებენ ყოველდღიური შპრიცით ჩასხმისთვის.

რეცეპტი 2
შპრიცით ჩასხმისთვის გამოვიყენოთ შემდეგი ნაკრები: 20 გრამი მუხის ქერქი, 20 გრამი გულყვითელას ყვავილი, 15 გრამი ფარსმანდუკის ბალახი, 15 გრამი კორობელა, 15 გრამი უკვდავა და 15 გრამი გვირილა.

5 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ დავაყენოთ 2-3 საათი. მიღებულ ნახარშს დავუმატოთ 10 მილილიტრი 20%-იანი პროპოლისის ნაყენი. მიღებული მასა გამოვიყენოთ შპრიცით ჩასხმისთვის დილით და საღამოს.

თაფლი კურნავს ვაგინიტს
რეცეპტი
თაფლის 20%-იანი ხსნარი ტამპონის სახით. ტამპონი დავიტოვოთ ღამით, ყოველდღე. მკურნალობის კურსი 20 დღე, შემდეგ ჩავიტაროთ ანალიზი, თუ მიზანი მიღწეული არ არის კურსი გავიმეოროთ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.