» » » შემწვარი კარტოფილის ნაცვლად: ჩემი ღუმელი გაგრილებას ვერ ასწრებს, ვამზადებ ყველაზე სასარგებლო ფასტფუდს დედამიწაზე

შემწვარი კარტოფილის ნაცვლად: ჩემი ღუმელი გაგრილებას ვერ ასწრებს, ვამზადებ ყველაზე სასარგებლო ფასტფუდს დედამიწაზე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ ბოსტნეულს, კარტოფილის გარდა, და ცდილობენ მათ ამოღებას მენიუდან. ხშირად გაიგონებთ, რომ ბოსტნეული გემრიელი არ არის და რომ სწორად კვება ძალიან რთულია.



ადამიანები მუდმივად ჩივიან, რომ მოხარშული სტაფილოს ჭამა საზიზღრობაა. რომ იცოდეთ, არაა აუცილებელი, რომ იგი რბილ სუბსტანციას წარმოადგენდეს. ამ ბოსტნეულის გემოც შეიძლება იყოს მკვეთრი და გაჯერებული. დაუმატეთ სტაფილოს ჩხირებს ნიორი და დახეხილი ყველი, შეაზავეთ სანელებლებით და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.


ინგრედიენტები
  • 2-3 ახალი სტაფილო
  • 0.25 ჭიქა დახეხილი მაგარი ყველი
  • 1 ს.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 0.25 ჭიქა მშრალი ან ახალი ოხრახუში
სოუსისთვის
  • 2 ს.კ. ნეიტრალური მაწონი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, წიწაკა, ნიორი გემოვნებით
    მომზადება
    1. გარეცხეთ სტაფილო, სურვილისამებრ მოაცალეთ კანი.
    2. დაჭერით სტაფილო თანაბარ, გრძელ ჩხირებად.


    3. მოათავსეთ სტაფილო თასში, დაუმატეთ ზეთი, მარილი, დახეხილი ყველი, მარილი, წიწაკა და ნივრის ფხვნილი. ოხრახუში გამოიყენეთ ან წვრილად დაჭრილი ახალი, ან გამომშრალი. მთლიანი ნიორი რეცეპტისთვის კი არ გამოგადგებათ!


    4. კარგად მოურიეთ, რათა სტაფილო გაიჟღინთოს სანელებლებით.


    5. მოათავსეთ სტაფილოს ჩხირები პერგამენტზე და დატოვეთ მათ შორის მცირე სივრცეები.


    6. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ 200 გრადუსზე ღუმელში 30-35 წუთით და პერიოდულად აბრუნეთ. თუ ჩანგალი თავისუფლად შედის სტაფილოში და რბილობი გამუქდა, ესეიგი მზადაა.


    7. სოუსისთვის გამოიყენეთ ჩვეულებრივი მაწონი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და სანელებლები.
    გემრიელად მიირთვით!
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.