» » » დიდხანს მტანჯავდა თავის ტკივილები, სანამ საკმაოდ გამოცდილმა მკურნალმა ეს შესანიშნავი საშუალებები არ მირჩია...

დიდხანს მტანჯავდა თავის ტკივილები, სანამ საკმაოდ გამოცდილმა მკურნალმა ეს შესანიშნავი საშუალებები არ მირჩია...

ბოლო წლებია ძალიან შემომიტია თავის ტკივილებმა, განსაკუთრებით ამინდის ცვალებადობისას. დამისვეს ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დიაგნოზი. დიდხანს ვიწვალე, სანამ საკმაოდ გამოცდილმა მკურნალმა სხვადასხვა ბალახებისგან მომზადებული საშუალებები არ მირჩია - პირველ რიგში გველის სურო და გინკო ბილობა.

ეს ბალახები კარგი საშუალებაა თავის ტვინის სისხლძარღვების დროს.
  • 1 ს/კ გველის სუროს ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გაციებამდე და გავწუროთ. მიღებული ნაყენი ვსვათ ყლუპებად დღის განმავლობაში.

  • ქონდარის ჩაი - 1 ს/კ ქონდარს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი. უფრო მოსახერებლია, 2 ს/კ ბალახს დავასხათ 500 მლ მდუღარე და მივიღოთ დღის განმავლობაში.

  • 1 ს/კ ბარისპირას ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ გაციებამდე და გავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჭ 3-ჯერ დღეში.

  • ნოოტროპილის ნაცვლად მირჩიეს ბაიკალის მუზარადის ნაყენი. მისგან ამზადებენ 10%-იან ნაყენს 70% სპირტზე. ნაყენი მივიღოთ 10-15 წვ. ჭამამდე 3-ჯერ დღეში.

    ბალახების ხანგრძლივად მიღების შემდეგ, მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა.

სპეციალისტის კომენტარი:
აღნიშნულ ნაკრებში გამოყენებულია ის ბალახები, რომლებიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ.
ასეთი ბალახებია გინკო ბილობა და გველის სურო.
ისინი კარგად ხსნიან თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს.

დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე ქონდარი. მისგან მომზადებული ჩაი დადგენილი ნორმის გარეშე შეგვიძლია ვსვათ.

ბარისპირას ბალახი ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხსნის თავის ტკივილს.

მუზარადას ხანგრძლივად მიღებისას საგრძნობლად უმჯობესდება თავის ტვინის ფუნქცია, აქვს ნოოტროპილის მსგავსი მოქმედება.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.